საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან მთავრობის თავმჯდომარის და განათლების მინისტრის შეხვედრის შემდეგ გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ ასოციაციასთან მოხდა განათლების სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს და კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა:
“განათლების მინისტრმა რ/დეფორმა ბიზნეს ასოციაციის წევრებს გავაცანი და მათთან შევაჯერეთო.
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ბატონო სოსო ფხაკაძე და სხვა წევრებო, განგვიმარტეთ თქვენი წვლილი ამ მარაზმში, რაც დღეს ილია უნისთან დაკავშირებით გადაწყდა.
გასაგებია, რომ თქვენ გატენიან და ამ ნეხვში გთხვრიან, მაგრამ თუ ხმას არ ამოიღებთ და არ ამოიღებთ, პასუხისმგებლები თქვენც იქნებით თქვენი ოჯახებით (რომლებსაც არაფერი ემუქრებათ, ყველა უცხოეთში სწავლობს) და თქვენი ბიზნესით, რომელიც მყრალი დუმილის პირობებში სულ უფრო ემსგავსება მაფიოზურ კარტელებს. ასე არ გამოვა მეგობრებო. მწარედ აგებთ პასუხს.
ჟურნალისტებთან უმორჩილესი თხოვნა მექნება – ასოციაციის ყველა წევრს გამოკითხოთ აზრი, ვინ რა იბჟუტურა იმ სამარცხვინო კონსულტაციაზე“, – წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის: მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები დაამტკიცა, რომლის თანახმადაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება მხოლოდ პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის განმარტებით – აღნიშნული გადაწყვეტილება ფაქტობრივად ამ უნივერსიტეტის გაუქმებას ნიშნავს.

