ოთხშაბათი, მაისი 1, 2024

15 მაისი ქართული კინოს დღეა!

🎥 ქართული კინოს ისტორია მეოცე საუკუნის დასაწყისიდან იწყება, როდესაც რეჟისორმა ვასილ ამაშუკელმა და ოპერატორმა ალექსანდრე დიღმელოვმა პირველი დოკუმენტური ფილმები გადაიღეს. „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ იყო პირველი სრულმეტრაჟიანი ქართული დოკუმენტური ფილმი, რომლის პრემიერაც 1912 წელს, ქუთაისში, კინოთეატრ „რადიუმში“ შედგა.

🎬 🎥 ქართული კინოს ისტორიის მანძილზე 800-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული, სატელევიზიო და მოკლემეტრაჟიანი ფილმი, 600-მდე დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული, 500-მდე ანიმაციური და თოჯინური ფილმია შექმნილი.

🏆 📽 ქართულმა კინომ თავისი არსებობის მანძილზე არაერთი აღიარება მოიპოვა მსოფლიოს თთქმის ყველა კინოფესტივალსა, თუ ფორუმზე: კანი, ბერლინალე, ვენეცია, რომი და ა.შ.

✔ „ქართული კინო უჩვეულო ფენომენია, სპეციალური, ფილოსოფიური ნათება, რთული და ამავე დროს ბავშვურად წმინდა და უმანკო. მასში ყველაფერია, რაც მე მატირებს და მინდა გითხრათ, რომ ჩემი ატირება, არც ისე ადვილია” – ფედერიკო ფელინი.

ინფორმაციას ქართული კინოს დღესთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული