მმართველ პარტიასთან დაკავშირებით, ირონიული მინიშნებებით, მძიმე ფაქტებზე მიუთითებს ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი:
“ადრეული ქოციანობის ხანაში, როცა ქოცებმა კოსტუმები ჩაიცვეს და ბიუჯეტს შეესიენ სახრავად, სანამ ტენდერებსა და ატკატებს მოირგებდნენ და წილში ჩაჯდომის ხელოვნებას გაიხსენებდნენ, ყველაზე მარტივ გზას მიაგნეს – ხელფასები, პრემიები და დანამატები გაიორმაგ-გაისამმაგეს…
როცა სიღორე გაუბაზრდათ, ვერ დაიჯერებთ და, ყველაფერი “უმძიმესი მემკვიდრეობით” ახსნეს – ანუ ნაცების ბრალია, ჩვენ რომ ორჯერ და სამჯერ მეტს ვხაფავთო (ოღონდ მართლა) და ვითარების გამოსასწორებლად – ანუ იმისათვის, რომ თავად ნაკლები ეღორათ – უცხოელი კონსულტანტების მოწვევა გადაწყვიტეს😃
რაზე გამახსენდა და – ე.წ. ფასების კომისიამ ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, ფასების შესასწავლად საერთაშორისო კომპანია მოვიწვიოთო. ივანიშვილის “პლანტამ” კი არ გააიაფოს კიტრი და პომიდორიო, ან იუსტიციის სახლში კი არ დავაბრუნოთ გასამმაგებული ფასები ძველ ნიშნულზეო, ან პარკინგის გახუთმაგებული ჯარიმები კი არ დავაბრუნოთ “სისხლიანი 9 წლის” დონეზეო – არა, უცხოელი კონსულტანტებიო ❤️” – წერს ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში.

