spot_img
მთავარიკანონი და სამართალიComCom-მა "ტელეიმედის" წინააღმდეგ "რადიო თბილისი FM93.5"-ის საჩივარი არ...

ComCom-მა “ტელეიმედის” წინააღმდეგ “რადიო თბილისი FM93.5”-ის საჩივარი არ დააკმაყოფილა

კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედის“ წინააღმდეგ „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა. კერძოდ, „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა“ ბრენდული სახელწოდებით „რადიო თბილისი FM93.5“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-12 პუნქტების საფუძველზე, ComCom-ს მიმართა საჩივრით, რომელიც „ტელეიმედის“ გადაცემა „იმედის კვირაში“ განთავსებულ ინფორმაციას ეხებოდა. მომჩივანის შეფასებით, „ტელეიმედმა“ „რადიო თბილისი FM93.5“-ისა და კომპანიის დამფუძნებლის, რამაზ სამხარაძის შესახებ გაავრცელა არაზუსტი, ცრუ, შეცდომაში შემყვანი და რეპუტაციის შემლახველი ინფორმაცია. მომჩივანი საჩივარში ითხოვდა „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხის უფლებით სარგებლობას.

ComCom-ის მიერ შესწავლილი გარემოებების მიხედვით, სადავო სიუჟეტები წარმოადგენს ჟურნალისტურ გამოძიებას, სადაც ჟურნალისტები იკვლევენ უცხოური სპეცსამსახურების მიერ ქართული ონლაინ მედიის გამოყენებას, უცხოური ფულით ონლაინ მედიის დაფინანსების ფინანსურ სქემას და აღნიშნული თანხების გამოყენებას ონლაინ მედიების მიერ თავიანთ საქმიანობაში.

კომუნიკაციების კომისიამ დაადგინა, რომ მაუწყებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მათი ფორმის, შინაარსისა და კონტექსტის გათვალისწინებით წარმოადგენს არა ფაქტებს, არამედ ჟურნალისტურ ბრალდებებს, რომლებზეც არ ვრცელდება გადაცემული ფაქტების მიმართ დადგენილი სტანდარტები. შესაბამისად, ComCom-მა, საკითხი განიხილა რა, წარმოდგენილი საჩივრის ფარგლებში, „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“კონკრეტული ადამიანების მიერ ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირება აუცილებლად მოჰყვება” –...

„ქვეყანაში მრავლად არიან წარმოდგენილნი ადამიანები, რომლებიც გარე ძალებს ემსახურებიან“,...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია” – ირაკლი კობახიძე

ნიკა გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ("ოპოზიციის სტრატეგია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...