კვირა, თებერვალი 15, 2026
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკავენსის ტურნე სამხრეთ კავკასიაში და საქართველოს ადგილი რეგიონულ...

ვენსის ტურნე სამხრეთ კავკასიაში და საქართველოს ადგილი რეგიონულ სტრატეგიაში – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი 9–11 თებერვალს კავკასიის რეგიონში ოფიციალური დიპლომატიური ვიზიტით იმყოფება, რაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური და რეგიონული მოვლენაა. ვიცე-პრეზიდენტი პირველად ეწვია სომხეთს, რის შემდეგაც მისი ვიზიტი ბაქოში გაგრძელდა. თბილისში ჯეი დი ვენსის ვიზიტი ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის.

ვიზიტის მთავარი ლაიტმოტივი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის განმტკიცება, საინვესტიციო გარემოს გაძლიერება და ახალი ეკონომიკური კავშირების ფორმირებაა. საგულისხმოა, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნის რეგიონული ტურნე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას უსწრებს წინ, სადაც ოფიციალური ვაშინგტონი წარმოდგენილი იქნება როგორც ადმინისტრაციის მაღალი რანგის წევრებით, ასევე აშშ-ის კონგრესის 50-ზე მეტი წარმომადგენლით. ეს გარემოება მიუთითებს, რომ ვიზიტს უფრო ფართო სტრატეგიული კონტექსტი აქვს.

რეალურად, შეერთებული შტატებისთვის ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში მყარი პოლიტიკური პლაცდარმის ჩამოყალიბება, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ვაშინგტონსა და თეირანს შორის ურთიერთობები დაძაბულ ფაზაში შედის. ირანის გავლენა სამხრეთ კავკასიაში თეთრი სახლისთვის გეოსტრატეგიულ რისკად აღიქმება. შემთხვევითი არ არის, რომ აშშ სომხეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. აღნიშნული ნაბიჯი ოფიციალურ ერევანს საშუალებას მისცემს, გააძლიეროს საკუთარი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და რეგიონული პოლიტიკა ნაკლები დამოკიდებულებით წარმართოს თეირანის მიმართ.

ცალკე განხილვის თემაა ზანგეზურის დერეფნის პროექტი. მისი განხორციელების მიზანშეწონილობასა და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაში თეთრი სახლის მოქმედი ადმინისტრაციის დარწმუნების პროცესში მნიშვნელოვანი როლი, როგორც ჩანს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის. თურქეთის ინტერესები აშკარაა — ანკარა ცდილობს გაამყაროს საკუთარი პოზიციები როგორც კავკასიაში, ისე ფართო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. თუმცა მისი პოლიტიკა ერთმნიშვნელოვნად ანტიირანული არ არის. თურქეთი შეიძლება დაინტერესებული იყოს ირანის გავლენის შემცირებით ამერიკული ჩართულობის გზით, თუმცა ისრაელთან და სხვა რეგიონულ ძალებთან ბალანსის შენარჩუნების მიზნით თეირანის სრულმასშტაბიან დასუსტებასაც არ უჭერს მხარს.

ზანგეზურის დერეფანი ერდოღანს საშუალებას მისცემს გააკონტროლოს შუა სატრანსპორტო დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთი, რომლის ალტერნატიულ მარშრუტად საქართველო და ანაკლიის მიმართულება განიხილება. ამ გზით ევროპასა და აზიას შორის სახმელეთო კავშირების გაძლიერება თურქეთს მომავალში მისცემს დამატებით ბერკეტებს, მათ შორის — აშშ-სა და ჩინეთს შორის შესაძლო გეოსტრატეგიულ დაპირისპირებაში საკუთარი ინტერესების დასაცავად. ანკარა აცნობიერებს, რომ მიმდინარე კრიზისები — უკრაინა-რუსეთის ომი, ახლო აღმოსავლეთის კრიზისები, ასევე აშშ-ირანის დაძაბულობა— შესაძლოა უფრო ფართო გლობალური კონკურენციის პრელუდია იყოს.

ანკარის აქტიურმა ჩართულობამ უკვე მოიტანა კონკრეტული შედეგი — აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანში ამის ნათელი მაგალითია. რაც შეეხება საქართველოს, ოფიციალური თბილისის ურთიერთობა თეთრ სახლთან ბოლო წლებში დაძაბული დინამიკით ხასიათდება და არსებული ვითარება სტრატეგიული პარტნიორობის სტატუსსაც დაშორდა.

მსგავსი მასშტაბის ვიზიტების დაგეგმვისას პრიორიტეტი ენიჭება იმ ქვეყნებს, რომლებიც მოცემულ ეტაპზე აშშ-ის საგარეო პოლიტიკისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებენ. ამ კონტექსტში საქართველოს არყოფნა ვიზიტის მარშრუტში გარკვეულ პოლიტიკურ სიგნალს შეიცავს. ეს არ ნიშნავს, რომ ვაშინგტონი ვერ აცნობიერებს საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას, თუმცა აშკარაა, რომ ამ ეტაპზე პრიორიტეტების გადანაწილება სხვა მიმართულებით მოხდა.

საყურადღებოა, რომ ვენსის რეგიონულ ვიზიტს დაემთხვა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის სტუმრობა აშშ-ში. შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ეს კონტაქტები უკავშირდებოდეს რეგიონში ფორმირებად ახალ გეოეკონომიკურ და უსაფრთხოების არქიტექტურას, სადაც აშშ ცდილობს დააზუსტოს კავკასიის სახელმწიფოების პოზიციები — მათ შორის, რამდენად მზად არიან ისინი გახდნენ უფრო ფართო ანტი-ირანული ლოგისტიკური კონფიგურაციის ნაწილი.

კავკასიის სამივე სახელმწიფოს გააჩნია საკუთარი, მკაფიოდ ჩამოყალიბებული ეროვნული ინტერესები და მათგან თითოეული მზად იქნება თანხმობა განაცხადოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატები შესაბამის შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამს. საერთაშორისო ურთიერთობების საბაზისო ლოგიკა მიუთითებს, რომ მოლაპარაკებების შედეგად ის მხარეები აღმოჩნდებიან უფრო მომგებიან პოზიციაში, რომელთა გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას პარტნიორი მკაფიოდ და საჯაროდ უსვამს ხაზს.

ამ კონტექსტში, ჯეი დი ვენსის ვიზიტმა განსაკუთრებულად გამოკვეთა სომხეთისა და აზერბაიჯანის მნიშვნელობა რეგიონულ უსაფრთხოებასა და სატრანზიტო არქიტექტურაში, რაც მათ მოლაპარაკებით პოზიციებს აძლიერებს. ხოლო საქართველო, თუკი მამუკა მდინარაძის ვაშინგტონში ვიზიტი მართლაც მსგავს საკითხებს შეეხებოდა, ვერ შეძლებს იდენტური პოლიტიკური ეფექტის დემონსტრირებას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის დონეზე განხორციელებული ვიზიტი დიპლომატიური რანგის თვალსაზრისით ვერ უთანაბრდება ვიცე-პრეზიდენტის ან საგარეო-პოლიტიკური მაღალი წარმომადგენლების აქტიურ ჩართულობას და, შესაბამისად, ნაკლებად უზრუნველყოფს იმ მასშტაბის პოლიტიკური და სტრატეგიული ბენეფიტების მიღებას, რომლებიც საჯარო, მაღალ დონეზე გამართულ დიალოგს შეიძლება მოჰყვეს.

ავტორი
ალექსი ნონიაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩვენთან ცნობილი კანონების შემოღების შემდეგ, საიდან შეეძლოთ მიეღოთ რადიკალურ ენჯეოებს და ოპოზიციურ მედიას გარე...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ცალკეული კანონების შემოღების შემდეგ განხორციელებულ დაფინანსებებზე...

“მე ვიცი ერთი რამ, ერთად უნდა გვხედავდნენ, ერთად ვმუშაობდეთ და ერთად უნდა მოვიტანოთ შედეგი”...

12 თებერვალს 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა და რუსთავის მე-12...

“მარკეტების დაკეტვით რის მიღწევას აპირებენ ეს ქოცორკები, ვინმეს შეუძლია ახსნას?” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, სამოქალაქო აქტივისტის დავით ქაცარავას (არა)რიტორიკული შეკითხვები,...

“2012 წლიდან მოყოლებული ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ვარ, ვისაც ყველანაირად თავს ესხმიან, ეს მე ვერაფერს...

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჟურნალისტებთან უმორჩილესი თხოვნა მექნება – ასოციაციის ყველა წევრს გამოკითხოთ აზრი, ვინ რა იბჟუტურა იმ...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან მთავრობის თავმჯდომარის და განათლების მინისტრის შეხვედრის...

“არ გამოხატავს დღევანდელი ოპოზიცია ხალხის ნებას, ზემოდან კიდია – ფეხები არ აქვს” – თამარ...

პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ...

“მსოფლიოში ყველაზე დიდი ავიამზიდი USS Gerald R. Ford თანმხლებ სამხედრო გემების დაჯგუფებასთან ერთად ახლო...

რეგიონის გეოპოლიტიკურ პროცესებში მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრობს აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა...

“გამოსავალი არის სრულმასშტაბიანი პოლიტიკური ამნისტია და ახალი არჩევნები‼️” – ელისო კილაძე

ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე აკეთებს მინიშნებას "ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი,...