spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სანამ სრულწლოვანი გავხდებოდი, ცხოვრებამ დამაბერა..." - გიორგი კალატოზიშვილი

“სანამ სრულწლოვანი გავხდებოდი, ცხოვრებამ დამაბერა…” – გიორგი კალატოზიშვილი

პროფესორი გიორგი კალატოზიშვილი ემოციური ისტორიებს ჰყვება თავისი ცხოვრებიდან – უმძიმესი ფაქტებით და პარალელით დღევანდელ რეალობასთან:

12 წლის ვიყავი, როცა სამმა 16-17 წლის ბიჭმა დანები მომადეს და 161-ე სკოლის ეზოში შემიყვანეს და შარვალი გამხადეს. მაშინ მამაჩემი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. 1 წელიწადში მომიკლეს აფხაზეთში და დავრჩი მარტო ქუჩის პირისპირ.

13 წლის ვიყავი, როცა სკოლაში ვიჩხუბე და ხელი ისე გადამიჭრეს დანით, რომ 3 თითზე 5-5 ნაკერი დამადეს მე-9 საავადმყოფოში. ქირურგმა დამაწყებინა სიგარეტის მოწევა – თითებში ნოვოკაინი დამარჭო, მერე ღრმა ნაფასი დაარტყა მაგნას და ჩამიდო პირში, მოწიე, დაგაწყნარებსო! მას შემდეგ ვეწეოდი – მაწყნარებდა.

14 წლის ვიყავი, როცა სკოლიდან მომავალს რუსთაველზე, ახლა რომ ლობიანებს ყიდიან მეტრომდე არმისული, სადარბაზოში “აბრეზი” მომიშვირეს და ჯინსის ქურთუკი გამხადეს. მივეცი, რა თქმა უნდა. აბრეზი სერიოზული არგუმენტია.

15 წლის ვიყავი, როცა “პლეხანოვზე”, მარჯანიშვილის მეტროსთან დამიჭირეს ოპერებმა და განყოფილებაში სკამზე მიბმულს სიგარეტი ჩამაწვეს რამდენჯერმე ლოყაზე.

16 წლის ვიყავი, როდესაც ანაგის ქუჩაზე ორ უცნობს ვეჩხუბე და ერთ-ერთმა დანა დამისვა სახეზე. თვალი ვერ დამიზიანა, მაგრამ ლოყაზე წვრილი იარა დამიტოვა სამახსოვროდ.

16 წლის ვიყავი, როდესაც ვეძისში ვეჩხუბე დაახლოებით ათამდე ადამიანს და ფეხში, არტერიაში დამჭრეს დანით. 15 სანტიმეტრიანი ჭრილობა მქონდა და დაახლოებით 2 ლიტრამდე სისხლი დავკარგე, დედაჩემს რომ ქამრით არ შემოეჭირა ფეხი და არ წავეყვანე მიხაილოვის საავადმყოფოში.

სანამ სრულწლოვანი გავხდებოდი, ცხოვრებამ დამაბერა.

სანამ სრულწლოვანი გავხდებოდი, მანამდე უკვე სრულწლოვნებმა მაიძულეს მეთქვა უარი ბავშვობაზე.

სანამ სრულწლოვანი გავხდებოდი, ვიყავი ბავშვი, რომელსაც ვერ იცავდნენ.
მაშინ არ იყო სახელმწიფო.

მაშინ არ იყო კანონი.

მაშინ მხოლოდ თვითგადარჩენაზე ფიქრობდნენ და არავის ეცალა სხვისი გადარჩენისთვის.

დღეს?

ხომ იწონებთ თავს, შემდგარი სახელმწიფო ვართო! დღეს რატომ ვერ იცავთ ბავშვებს თქვენ მიერ სასათბურე პირობებში გაზრდილი მოძალადეებისგან?! ვერ იცავთ კი არა, თქვენი წახალისებულია ეს ძალადობა და დაუსჯელობის სინდრომი! დღეს ყველა ამ ბავშვის და მოზარდის სახით ისევ მე მირტყამენ დანას და მაწვავენ სიგარეტს, რადგან თქვენი დიდი მეცადინეობით დააბრუნეთ ველური და ბნელი 90-იანი წლები! ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია!” – წერს გიორგი კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კვარაცხელიამ იქნებ ღრუბლებს გაუტანოს გოლი და გამოიყვანოს მზე” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, სახუმარო...

“მართლმსაჯულება იქცა ივანიშვილის სარდაფად. ესაა ადამიანების გატაცება საზოგადოებრივი სივრციდან” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სასამართლო-სამართლებრივი სისტემის კონკრეტულ სქემაზე საუბრობს: "რა პრაქტიკა...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“მართლმსაჯულება იქცა ივანიშვილის სარდაფად. ესაა ადამიანების გატაცება საზოგადოებრივი სივრციდან” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სასამართლო-სამართლებრივი სისტემის კონკრეტულ სქემაზე საუბრობს: "რა პრაქტიკა...