spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ისედაც გაღატაკებულ პროტესტის მონაწილეებს ბოლო თეთრებს ნუ ამოვუღებთ...

“ისედაც გაღატაკებულ პროტესტის მონაწილეებს ბოლო თეთრებს ნუ ამოვუღებთ ჯიბეებიდან და ნუ ვუვსებთ ქოცების რეჟიმს ბიუჯეტს” – ზურაბ ცეცხლაძე

სამოქალაქო აქტივისტი, ზურაბ ცეცხლაძე საპროტესტო აქციების მონაწილეებს კონკრეტულ სამართლებრივ რჩევებს აძლევს:

მოგმართავთ პროტესტში მყოფ საზოგადოებას, რომლებმაც ამ დღეებში მიიღეთ და/ან შემდეგ დღეებში მიიღებთ შეტყობინებებს აღსრულების ეროვნულ ბიუროდან, ანგარიშებზე ყადაღების შესახებ, გზის გადაკეტვის გამო ჯარიმებთან დაკავშირებით.

დაყადაღებისთანავე ნუ ჩქარობთ, ნუ იწყებთ თანხების აგროვებას და ქოცების ბიუჯეტის ავსებას. არის გამოსავალი და ამით უნდა ვისარგებლოთ ყველამ.

როგორც კი მოგვივა შეტყობინება დაყადაღების შესახებ, მაშინვე მივდივართ და ვიბარებთ ხელზე (საპატრულო პოლიციაში), საჯარიმო ოქმს/ოქმებს, ვასმევთ ხელწერას და ჩაბარების თარიღს, ვამზადებთ საჩივარს და შეგვაქვს სასამართლოში.

სასამართლო 5 დღის განმავლობაში იღებს განჩინებას, საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ და აჩერებს ჯარიმის აღსრულებას, სასამართლოს მიერ საჩივრის არსებითი განხილვის დასრულებამდე.

შემდეგ, ეს განჩინება მიგვაქვს აღსრულებია ეროვნულ ბიუროში და ვხსნით ყადაღებს.

თვალსაჩინოებისათვის წარმოგიდგენთ სასამართლოს განჩინებას. 26 იანვარს შევიტანეთ საჩივარი, სასამართლომ გამოსცა განჩინება 29 იანვარს და ეს განჩინება ჩაგვბარდა 6 თებერვალს. თუ სასამართლოში მივალთ და ადგილზე ჩავიბარებთ განჩინებას, მაშინ ამ ყველაფერს მაქსიმუმ დაჭირდება 7 დღე (ერთი კვირა).

კიდევ ერთხელ გთხოვთ, ისედაც გაღატაკებულ პროტესტის მონაწილეებს ბოლო თეთრებს ნუ ამოვუღებთ ჯიბეებიდან და ნუ ვუვსებთ ქოცების რეჟიმს ბიუჯეტს. ვიბრძოლოთ ბოლომდე მაინც, ვიდრე მისი გასაჩივრება შეიძლება.

მე მზად ვარ დაგეხმაროთ საჩივრების მომზადებაში, სხვა ადვოკატებიც არ იტყვიან უარს და ერთად შევძლებთ ყველა დახმარებას.

მინდა სწორად გამიგოთ, სხვა არაფერი მამოძრავებს გარდა იმისა, რომ ამ მოღალატე რუსულ რეჟიმს არ შევუვსოთ ბიუჯეტი.

ბრძოლა ბოლომდე! გავიმარჯვებთ სახელოვნად!!!” – წერს ზურაბ ცეცხლაძე სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქართველების წინააღმდეგ მიმდინარეობს გენოციდი. მკვლელობების ის რაოდენობა, რომელიც ხდება ნარკოტიკებთან დაკავშირებით, სხვა არაფერია” –...

ნარკომანიის პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე: "ქართველების...

“მენატრება ჩემი ქართული ლეგიონი, მენატრება ჩემი ძმები, მენატრება მძაფრად და ძლიერად…” – კობა ხაბაზი

უკრაინაში ნაბრძოლი კობა ხაბაზი, სოციალურ ქსელში, ემოციურ სტატუსს აქვეყნებს: "მენატრება...

“დღეს უკვე ცხადად უნდა ითქვას, რომ ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არ არის” – ნიკოლოზ...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი თავის პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“ქოცების საყვარელი სუპის (უხორცოს) ფასი ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ 3-ჯერ გაიზარდა, ხოლო ხორციანი საერთოდ კოსმოსში...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისი მმართველობის პერიოდის კონკრეტულ...

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...

“არავის გირჩევდით ამ სიკეთის წინააღმდეგ წასვლას” – არჩილ გამზარდია

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას,...