spot_img
მთავარიეს საინტერესოაComCom-ის "მედიაწიგნიერების ოლიმპიადა" ევროპული ფესტივალის "VOICES" გამარჯვებულია

ComCom-ის “მედიაწიგნიერების ოლიმპიადა” ევროპული ფესტივალის “VOICES” გამარჯვებულია

კომუნიკაციების კომისიის პროექტმა „მედიაწიგნიერების ოლიმპიადა“ ევროპულ ფესტივალზე – „Voices – European Festival of Journalism and Media Freedom“ მედიაწიგნიერების კატეგორიაში გაიმარჯვა. კომუნიკაციების კომისია გახდა პირველი მარეგულირებელი ორგანიზაცია, რომელმაც „Voices Awards“-ზე ამ კატეგორიაში გაიმარჯვა, ხოლო საქართველო – პირველი ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა, რომელმაც ეს წარმატება მოიპოვა. წინა წლებში მედიაწიგნიერების კატეგორიის გამარჯვებულები იყვნენ ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ჩეხეთი, იტალია, შვედეთი, ესტონეთი, ბელგია და ავსტრია.

ფესტივალი ჟურნალისტიკის, მედიის თავისუფლებისა და მედიაწიგნიერების საუკეთესო საერთაშორისო პროექტებისა თუ ინიციატივების გამოვლენას ისახავს მიზნად.

„Voices Awards“-ის მედიაწიგნიერების კატეგორია აერთიანებს ინიციატივებსა და პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ჯანსაღ საინფორმაციო ეკოსისტემას და მედიაწიგნიერების თვალსაზრისით მოქალაქეების ჩართულობასა და ცნობიერების ამაღლებას სწრაფად ცვალებად მედიასივრცეში. აღნიშნულ კატეგორიაში პროექტები ფასდებოდა რელევანტურობის, გავლენის მასშტაბურობის, ეფექტიანობის, ინოვაციურობის, მდგრადობის, ეთიკური სტანდარტებისა და საზოგადოებრივი ინტერესის კრიტერიუმებით.

ჟიური შედგებოდა ევროპის წამყვანი ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და ექსპერტებისგან, რაც გამარჯვებულ პროექტს საერთაშორისო აღიარებას ანიჭებს.

შეგახსენებთ, რომ ComCom-ის „მედიაწიგნიერების ოლიმპიადა“ ყოველწლიურად UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. კონკურსი მიზნად ისახავს სასკოლო საზოგადოებაში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. კონკურსის ფარგლებში, მასწავლებლითა და მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მედიაწიგნიერების საკითხების გარშემო ამზადებენ ნამუშევარს, ხოლო ყველაზე შემოქმედებითი და ინფორმაციული ნაშრომის ავტორთა სკოლებში კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების ლაბორატორიას აწყობს, რაც სკოლის ყველა მოსწავლეს მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტის მომზადების შესაძლებლობას აძლევს. კონკურსი ComCom-მა უკვე 2-ჯერ ჩაატარა და ისეთი მაღალტექნოლოგიური პრიზები, როგორებიცაა ლეპტოპი, ინტერაქციული დაფა, მიკროფონი, ლედ განათება, მობილურის შტატივი, მაგიდა და თემატური ბანერი 4 სკოლას გადასცა. საგულისხმოა ისიც, რომ „მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში“ ქვეყნის მასშტაბით 5000-მდე მოსწავლე და 800-მდე მასწავლებელი მონაწილეობდა.

„Voices Awards“-ის დაჯილდოვება 2026 წლის 11 მარტს, ფლორენციაში გაიმართება.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...