განათლების რეფორმასთან დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს და განმარტებებს აკეთებს ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი:
“განათლების რეფორმა იყო ის, რაც გააკეთა ვარდების რევოლუციის შედეგად ქვეყნის სათავეში მოსულმა ხელისუფლებამ. აი, კორუმპირებულ წითელ პროფესურას რომ ძალაუფლება წაართვა, ერთიანი ეროვნული გამოცდები შემოიღო და “უპატრონო” ახალგაზრდებს განათლების მიღებისა და წინსვლის საშუალება მისცა.
გეპეის გაუქმება (რა აზრისაც არ უნდა ვიყოთ გეპეიზე და მის რეციდივისტ რექტორზე) და სწავლისთვის წლების მოკლება, რაც შეგნებულად ამოგვაგდებს დასავლური საგანმანათლებლო სისტემიდან (ამ მიზანს არც მალავენ), რეფორმა კი არა, მოქალაქეებსა და ინსტიტუტებზე პოლიტიკური კონტროლის გაძლიერების გეგმის ნაწილია. ყველაფერი, მაგრამ არა “განათლების რეფორმა”.
კიდევ ერთხელ: რეფორმა იყო ის. და ის იყო კარგი.
ეს არის ბოლშევიზმი. და ეს არის ბოროტება“, – წერს ზაზა ბიბილაშვილი.

