spot_img
მთავარიანალიტიკა"უნივერსიტეტების შერწყმა: პროგრესი თუ აკადემიური რეგრესი?" - ალექსი...

“უნივერსიტეტების შერწყმა: პროგრესი თუ აკადემიური რეგრესი?” – ალექსი ნინიაძის ანალიტიკური შეფასებები

განათლების სამინისტრომ უკვე დაანონსა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესი. ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ ორი უმაღლესი სასწავლებლის ბედს, არამედ მთელი აკადემიური სივრცის მომავალს განსაზღვრავს.

საუბარია ორი განსხვავებული აკადემიური კულტურის, ისტორიისა და მისიის მქონე ინსტიტუციის შერწყმაზე, რაც წინა გამოცდილების ფონზე განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. საქართველოს უკვე აქვს მაგალითი, როდესაც მსგავსი გადაწყვეტილება სისტემურ შეცდომად იქცა.

ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ფიზკულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ყოფილი ფიზკულტურული ინსტიტუტის) ინტეგრაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელმაც სისტემური დადებითი შედეგები ვერ გამოიღო.

რა გვასწავლა ფიზკულტურის ინსტიტუტის შემთხვევამ შერწყმის შედეგად:

  • დაიკარგა დარგობრივი იდენტობა;
  • დასუსტდა პრაქტიკაზე დაფუძნებული განათლება;
  • მოხდა აკადემიური პერსონალის დემოტივაცია და გადინება;
  • ვერ ჩამოყალიბდა სპორტის მეცნიერების ძლიერი კვლევითი ცენტრი;
  • სახელმწიფომ ვერ მიიღო ის სტრატეგიული სარგებელი, რაც რეფორმის ოფიციალურ მიზნად იყო დეკლარირებული.

გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ გაერთიანების მთავარ პრობლემას დარგობრივი განვითარების სტრატეგიის, ფინანსური გარანტიებისა და შეფასების მექანიზმების არ არსებობა წარმოადგენდა. საერთო ჯამში როგორც ორი უცხო სხეულის შერწყმა შეუძლებელია და ასევე ორი დიდი ისტორიის მქონე საგანმანათლებლო კერის გაერთიანება არის პრაქტიკულად შეუძლებელი ისე, რომ ამან ზიანი ორივეს თუ არა, ერთ-ერთს მაინც არ მოუტანოს.

2007 წლის რეფორმის შედეგად მივიღეთ ის, რომ 7 წლის თავზე ილიაუნს ისევ გამოეყო ფიზკულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი და დღეს „საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი”-ს სახელით ფუნქციონირებს. ფუჭად დაიკარგა დრო, ენერგია, აკადემიური (ადამიანური) რესურსები და შენელდა სპორტის  განვითარების საგანმანათლებლო პროცესები.

 

წინა გამოცდილების გათვალისწინებით, შეიძლება ჩამოვაყალიბოთ მკაფიო კრიტერიუმები, რომელთა უგულებელყოფა დაუშვებელია:

  1. აკადემიური იდენტობების შეუთავსებლობა

როდესაც ერთ მხარეს დგას პრაქტიკაზე და გამოყენებით ცოდნაზე დაფუძნებული ინსტიტუცია, ხოლო მეორეს — თეორიულ-კვლევითი უნივერსიტეტი, არსებობს მაღალი რისკი, რომ ერთი სისტემა მეორეს უბრალოდ შთანთქავს.

  1. დარგობრივი სტრატეგიის არარსებობა

თუ არ არის განსაზღვრული, როგორ განვითარდება კონკრეტული აკადემიური სფერო შერწყმის შემდეგ, გაერთიანება ნიშნავს არა განვითარებას, არამედ განზავებას.

  1. ადმინისტრაციული მიზნების დომინირება აკადემიურზე

თუ შერწყმის მთავარი არგუმენტები არის „ოპტიმიზაცია“, „ხარჯების შემცირება“ და „მართვის გამარტივება“, ხოლო აკადემიური სარგებელი არ იზომება — ეს უკვე სიგნალია საფრთხეზე.

  1. აკადემიური საზოგადოების თანხმობის არარსებობა

პროფესორების, ფაკულტეტებისა და სტუდენტების წინააღმდეგობის ფონზე მიღებული გადაწყვეტილება არა რეფორმაა, არამედ იძულება.

  1. პრაქტიკული მიმართულებების დასუსტების რისკი

ინჟინერია, ტექნოლოგიები, სპორტი, მედიცინა და სხვა გამოყენებითი სფეროები განსაკუთრებით ზარალდება მაშინ, როცა ისინი დიდ უნივერსიტეტებში მეორეხარისხოვან ფუნქციად იქცევა.

  1. ფინანსური დაცვის არარსებობა

თუ შერწყმულ დარგებს არ აქვთ გარანტირებული ბიუჯეტი და ინფრასტრუქტურული პრიორიტეტი, ისინი ავტომატურად კარგავენ კონკურენტუნარიანობას.

  1. შეფასებისა და უკუსვლის მექანიზმის არქონა

რეფორმა, რომელსაც არ აქვს გაზომვადი ინდიკატორები და კორექციის შესაძლებლობა, სისტემურ რისკად იქცევა.

უნივერსიტეტების შერწყმა არ არის ტექნიკური გადაწყვეტილება — ეს არის ეროვნული მნიშვნელობის აკადემიური პოლიტიკა. საქართველოს გამოცდილება აჩვენებს, რომ მოუმზადებელი, სწრაფი და ზედაპირული გაერთიანებები უფრო ხშირად აზიანებს განათლების სისტემას, ვიდრე აძლიერებს მას.

ამიტომ, სანამ ქვეყანა ახალ მსხვილ აკადემიურ რეფორმებს დაიწყებს, აუცილებელია ერთ მარტივ კითხვაზე პასუხის გაცემა: ვქმნით ძლიერ ინსტიტუციას თუ უბრალოდ ვამარტივებთ მართვას, აკადემიური ფასის გადახდის ხარჯზე?

თუ ამ კითხვაზე პასუხი მკაფიო არ არის — შერწყმა არ უნდა განხორციელდეს!!!

ავტორი
ალექსი ნონიაძე
დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ინჟინერ-ეკონომისტი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“იმ ხალხის საყურადღებოდ, ვინც ოპოზიციას დასკვნების გამოტანას სთავაზობს…” – ნიკა გვარამია

უნგრეთში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ, ქართული ოპოზიციის მიმართ გამოთქმულ ცალკეულ...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...