spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს ხდება ზუსტად რუსეთში და სწორედ ამიტომ გეძახიან...

“ეს ხდება ზუსტად რუსეთში და სწორედ ამიტომ გეძახიან “რუსებს”, ქოცებო!” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი მმართველი პარტიის საკანონმდებლო ინიციატივებს ეხმაურება:

ქ/ოცნების პოლიტიკოსები და მათი მომხრეები საშინლად ბრაზდებიან, როდესაც მათ “რუსებს” ეძახიან. გაწიწმატებულები აპროტესტებენ და დამძახებლებს დასჯით ემუქრებიან.

ახლა ირაკლი კობახიძეს მოუსმინეთ: „პოდკასტი შეგიძლიათ ჩაწეროთ, რა თქმა უნდა, ეს არის გამოხატვის თავისუფლება. თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ პოდკასტი, მაგრამ თუ წერთ პოლიტიკური შინაარსის პოდკასტს, მაშინ არ უნდა მიიღოთ უცხოური დაფინანსება ამ პოდკასტისთვის. იმიტომ, რომ ეს არის ჩარევა საქართველოს სუვერენიტეტში. მარტივად არის საქმე“.

ვინ წერს პოდკასტებს? აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები… არსად, არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში, ეს ჯგუფები არ არსებობენ საერთაშორისო პროექტების გარეშე. მათი არსებობის წესი მოითხოვს დონორულ დახმარებას, ინტერნაციონალიზაციას, საერთაშორისო კავშირებს. სხვანაირად ისინი, უბრალოდ, გაქრებიან.

ამიტომ, რასაც ზემოთ კობახიძე ამბობს, ერთი წინადადებით ასე გამოითქმის: „ილაპარაკეთ რაც გინდათ, ოღონდ პოლიტიკაში ნუ ჩაერევით“.

ეს ხდება ზუსტად რუსეთში და სწორედ ამიტომ გეძახიან “რუსებს”, ქოცებო!” – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მიხეილ სარჯველაძე: “დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს”

ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგი გამართა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის...

“მიდის დაუნდობელი გეოპოლიტიკური ბრძოლა და მოსკოვის ეს განცხადებაც ამის გამოძახილია” – ზაალ ანჯაფარიძე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას მიერ გაკეთებულ...

“სინამდვილეში უ@რაკო დიქტატურა აქვს ბ–ნ ბიძინს” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველი გუნდის მიერ, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, ახალი საკონსტიტუციო სარჩელის...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“იძულებული ვართ ჩვენით ავხსნათ, თუ რატომ ცვლის ერთი ქოცი პუსტა-პუსტა მეორეს ამა თუ იმ...

მმართველ გუნდში განხორციელებულ მორიგ საკადრო ცვლილებებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“არცერთი სიტყვის არ მჯერა, რასაც ბორიას კანტორა თხზავს ელისო კილაძის წინააღმდეგ” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც “უფლისწული” შემოგყავს პოლიტიკაში” – გოჩა მირცხულავა

პოლიტიკურ პროცესებში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსი...