spot_img
მთავარირეგიონის ამბები"ალბათ ისევ დავიკეტებით" - პანდემიით გამოწვეული კრიზისული სიტუაცია...

“ალბათ ისევ დავიკეტებით” – პანდემიით გამოწვეული კრიზისული სიტუაცია ქუთაისში

კორონავირუსის პრევენციის მიზნით გატარებულმა ღონისძებებმა ბიზნეს სექტორზე განსაკუთრებულად ნეგატიურად იმოქმედა.

რა გავლენა იქონია პანდემიამ მცირე და კერძო ბიზნესზე იმერეთში? ამ საკითზე ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესის, შპს „გოშა“-ს მენეჯერს, ფრიდონ აბაზაძეს ვესაუბრეთ. აღნიშნულ ბიზნესს მომხმარებელი „ბიკენტიას საქაბაბის“ სახელით იცნობს, რომელიც სხვა ტრადიციულ კერძებთან ერთად საფირმო ქაბაბს და საწებელს სთავზობს მომხმარებელს და ადგილობრივ ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადია.

მენეჯერმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ პანდემიის გამოცხადების შემდეგ ბიზნესი სრულ წაგებაში წავიდა და 2-თვიანმა კრიზისმა ძალიან დააზარალა:

პანდემიის დაწყების შემდეგ საქაბაბე მალევე დავკეტეთ. რამდენიმე დღეა, რაც სატესტო რეჟიმში გავიხსენით და შეკვეთებს ვიღებთ, მაგრამ რადგან მიტანის სერვისი არ გვაქვს, ამ ხერხმაც არ გაამართლა და ალბათ ისევ დავიკეტებით.

13 ადამიანი გვყავდა დასაქმებული, ახლა კი მხოლოდ 2 თანამშრომელი მუშაობს. შემოსავალმა მოიკლო და თანამშრომლებიც თავისთვად უმუშევრები დარჩნენ,“ – ამბობს ფრიდონ აბაზაძე.

შეგახსენებთ, ქუთაისის ცნობილი ,,ბიკენტიას საქაბაბე” უკვე 65 წელია, რაც ქართულ ბაზარზე სტაბილურად არსებობს.

ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...