ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე, ბიბლუსის შემოქმედებითი დირექტორი, გიორგი კეკელიძე, “ტვ პირველზე” მწერალ დათო ტურაშვილის ლიტერატურულ მიმოხილვებს ეხმიანება:
“ადრეც მითქვამს: დათო ტურაშვილს აქვს ერთი ნაკლებად ჩვენებური თვისება – ბორძიკის გარეშე და ხანაც აღფრთოვანებით ილაპარაკოს სხვა ავტორის შესახებ.
პირველ კურსზე ვიყავი, როცა ჩემი ლექსების რვეული წაიღო და ლამის მთელი გადაცემა მომიძღვნა რადიოში.
ეს საქმე ძალიან დასაფასებელია, მაგრამ როცა უცნობ ადამიანს ეხება, შედარებით იოლი – სხვადასხვა მიზეზის გამო. გაცილებით უფრო რთული მაშინაა, როცა შენი კოლეგა პოპულარულია“, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

