“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ქადაგიშვილი თსუ-ს და სტუ-ს დაანონსებულ გაერთიანებასთან დაკავშირებით სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების პროტესტს ეხმაურება:
“შინაარსობრივი კრიტიკა, რასაც ჰქვია, ეს ჯერჯერობით არ მოგვისმენია.
რომ ჰკითხოთ განათლების რეფორმა აუცილებელია, მაგრამ არავის წარმოუდგენია კონკრეტულად რა არის მათი ხედვა კომპლექსურად განათლების რეფორმასთან დაკავშირებით.
ეს ხედვა ჩამოაყალიბა და წარადგინა ხელისუფლებამ, “ქართულმა ოცნებამ”, მთავრობამ და ამის განხორციელება მიმდინარეობს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

