spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რეჟიმი, რომელიც ამ მასშტაბის რეპრესიებს იყენებს, სინამდვილეში არის...

“რეჟიმი, რომელიც ამ მასშტაბის რეპრესიებს იყენებს, სინამდვილეში არის ძალიან სუსტი და აწი ჩვენ უნდა ვიყოჩაღოთ” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ქვეყანში შექმნილ რეალობაზე საუბრობს და კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას:

დაიწყეს ჩემი ციხეში ჩასმით, მოაყოლეს უამრავი სხვა ადამიანის პოლიტიკური პატიმრობით. მერე პარტიებს დაერივნენ, აკრძალვა დაუანონსეს.

მოიცილეს ემიგრანტები, რომლებიც საქართველოს დოვლათის ნახევარს ქმნიან და აუკრძალეს არჩევნებში ხმის მიცემა.

ახლა ადგილობრივ ბიზნესს, რომელიც ეროვნული დოვლათის მეორე ნახევარს ქმნის აუკრძალეს აზრის გამოთქმა.

რეჟიმი, რომელიც ამ მასშტაბის რეპრესიებს იყენებს, სინამდვილეში არის ძალიან სუსტი და აწი ჩვენ უნდა ვიყოჩაღოთ.

ახლა რა ხდება ჩვენს მხარეს – ჩემს მოწოდებაზე პარტიების გაერთიანებაზე რამდენიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა უპასუხა რომ მზად არიან ამ ეტაპზე მხოლოდ საერთო სტრატეგიის გარშემო გაერთიანდნენ.

ეს არის ფუნდამენტური პრობლემა ქართულ პოლიტიკაში – ბოლო წლებში შექმნილი ჯგუფები, არა იმდენად პარტიებია, თავისი იდეოლოგიით და grassroot ბაზით, რამდენადაც პოლიტ-პროექტები, თავისი ინვესტორებით და მოლაპარაკე თავებით.

ინვესტორები ამ ჯგუფებს მიიჩნევენ თავის პირად საკუთრებად და ხშირად მოიაზრებენ საკუთარი თავის დაცვის საშუალებად და თეორიულად სავაჭრო საგნად.

შესაბამისად ისინი არიან გაერთიანების წინააღმდეგ, ამავე დროს ამ პოლიტ-პროექტებში არის ბევრი კარგი, ქმედითი ადამიანი.

მესმის, რომ მათ ნაწილს ხელფასებით იჭერენ, მაგრამ მათ უნდა აიღონ საკუთარ ხელში ინიციატივა და წამოვიდნენ გაერთიანებაზე. როცა ერთიანი პარტია შეიქმნება, ინვესტორები იძულებული იქნებიან ის დააფინანსონ და არა ახალ, სეპარაციულ პროექტებზე იფიქრონ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...

“ივანიშვილის რეჟიმი სინამდვილეში თიხის ფეხებზე დგას, აღარც შიგთავსი აქვს და აღარც რამე საყრდენი” –...

ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური...

“როცა სისტემა თავად ქმნის მონსტრებს, ცხადია, ჯანსაღი ვერაფერი აღმოცენდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე საქართველოში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“აბსურდული ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება პოლიტიკოსი ქალი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამ დროს მართლმსაჯულება...

იურისტი, უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ (Georgian...

“რეჟიმმა განაჩენი გაუტეხლობას გამოუტანა და არა დანაშაულს, იმიტომ რომ მას გაუტეხლობა ამარცხებს და არა...

4 ოქტომბრისა და სხვა საქმეებთან დაკავშირებით განაჩენების გამოტანას, კონკრეტული...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...