spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"გადაწყვეტილება თსუ-სა და სტუ-ს შერწყმის შესახებ, აკადემიური სივრცის...

“გადაწყვეტილება თსუ-სა და სტუ-ს შერწყმის შესახებ, აკადემიური სივრცის დემონტაჟია – ეს არის უნივერსიტეტების განადგურება და გაუქმება” – ნანა ტოხვაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე მწვავე შეფასებებით ეხმაურება მმართველი პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თსუ-სა და ტექნიკურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით:

ბოლო ათწლეულში ხელისუფლებისგან შემოთავაზებული განათლების “რეფორმირების” უამრავი მცდელობა გამიკრიტიკებია. ყველა მათგანი ქაოტური, უშედეგო და დამაზიანებელი რომ აღმოჩნდა, ამის შედეგებს დღეს საზოგადოება საკუთარ ტყავზე გრძნობს.

განათლებას რომ შველა სჭირდება ესეც ბევრჯერ მოგისმენიათ ჩემგან! მაგრამ რეჟიმის მიერ ე.წ. „განათლების რეფორმის“ ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება თსუ-სა და სტუ-ს შერწყმის შესახებ, წარმოადგენს აკადემიური სივრცის პირდაპირ დემონტაჟს. ეს არ არის რეფორმა. დეფორმაც კნინობით-ალერსობითი სახელდებაა, იმ ზიანის და საფრთხეების გათვალისწინებით, რასაც გვიქადის! ეს არის უნივერსიტეტების განადგურება და გაუქმება.

პარტიული ბიუროკრატების მიერ დაგეგმილი ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი საფრთხეს უქმნის:

  • განათლების ხარისხს;
  • აკადემიურ თავისუფლებას;
  • ათიათასობით სტუდენტის მომავალს.

ძალადობრივი შერწყმა ნიშნავს სისტემურ ქაოსს, ხარისხის ვარდნას და უნივერსიტეტების იდენტობის წაშლას. შერწყმა დღეს ნიშნავს გამოუსწორებელ ზიანს ხვალ, რადგან გადაწყვეტილება მიღებულია აკადემიური წრეების, სტუდენტებისა და პროფესორების მონაწილეობის გარეშე. ეს არის ავტორიტარული მართვის ლოგიკა, სადაც განათლება აღიქმება როგორც “საბიუჯეტო ხარჯი“ და არა როგორც საზოგადოებრივი სიკეთის საფუძველი.

დღეს ეს შერწყმა საღდება “რეფორმად” ხვალ კი მივიღებთ: გაუქმებულ პროგრამებს, დანგრეულ სამეცნიერო და კვლევით ინსტიტუტებს, დისკრედიტირებულ დიპლომებს, გაყიდულ შენობებს, შეუზღუდავ პარტიულ კონტროლს, დაქვემდებარებულ საუნივერსიტეტო სივრცეს, სამსახურის გარეშე დარჩენილ პროფესორებს, განათლების მიღმა დარჩენილ ათიათასობით სტუდენტს და ჯამში საყრდენგამოცლილ სახელმწიფოს!

დაიცავი განათლება, დაიცავი საქართველო“, – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“საპატრიარქოს დუმილი ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მძიმე მორალური გზავნილი იქნება” – რომან გოცირიძე

რუსეთის მხრიდან კიევის პეჩორის ლავრის დაბომბვის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს...

“უნდა გჯეროდეს, რომ ძალისხმევა შედეგს აუცილებლად გამოიღებს” – თეონა ჭალიძე

ოპოზიციონერი სახალხო პოლიტიკოსი, თეონა ჭალიძე სოციალურ ქსელში თავისი პოლიტიკური...

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“აბსურდული ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება პოლიტიკოსი ქალი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამ დროს მართლმსაჯულება...

იურისტი, უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ (Georgian...

“რეჟიმმა განაჩენი გაუტეხლობას გამოუტანა და არა დანაშაულს, იმიტომ რომ მას გაუტეხლობა ამარცხებს და არა...

4 ოქტომბრისა და სხვა საქმეებთან დაკავშირებით განაჩენების გამოტანას, კონკრეტული...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...