spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გარედან ჩარევა მაქსიმალურად შეიზღუდოს"...

“ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გარედან ჩარევა მაქსიმალურად შეიზღუდოს” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ვერავინ შეძლოს, საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში გარედან ჩაერიოს.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს ყალბ მისამართებზე დარეგისტრირებული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების აღმოჩენასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

უკვე აღარაფერს ერიდებიან, პირდაპირ ამბობენ, რომ ეძებენ შავ ხვრელებს იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკის დასაფინანსებლად შემოიტანონ თანხები სხვადასხვა ფორმით და გზით. ეს წარმოუდგენელია. არცერთი ნორმალური, განვითარებული ქვეყანა ამას თავის მოქალაქეებს არ აკადრებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. ჩვენც, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გარედან ჩარევა მაქსიმალურად შეიზღუდოს. არავის აქვს უფლება, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერიოს, გარედან მითითებებს იძლეოდეს და პირდაპირ ფული იხარჯებოდეს ქართულ პოლიტიკაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იფუნქციონიროს არასამთავრობო სექტორმა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დასავლურ ფინანსურ წყაროებთან წვდომას შეუზღუდავს, მერი პასუხობს, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციებმა კანონის ფარგლებში უნდა იმოქმედონ.

არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩვეულებრივად შეუძლიათ არსებობა. არსებობს კანონი, უნდა დარეგისტრირდნენ და გამჭვირვალე უნდა იყოს ყველაფერი. ძალიან მარტივია, კეთილი უნდა ინებონ, დარეგისტრირდნენ და საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია ვისგან იღებს ფულს და რა კონკრეტულ პროექტებში ხარჯავს.

დაივიწყეთ ის დრო, როცა ვიღაცებს აქ თანხები შემოჰქონდათ, ვითომ რაღაც კეთილი საქმეებისთვის და ხან ტელევიზიები ფინანსდებოდა, ხან პოლიტიკური საქმიანობა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები, რევოლუციის მოწყობის რამდენიმე მცდელობა. მორჩა, ასე ვეღარ გაგრძელდება. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და არავის მისცემს შესაძლებლობას, გარედან უხეშად ჩაერიოს და სახელმწიფო გადატრიალებები მოაწყოს.

ჩემი ქვეყნისთვის ყველა მტერია, ვინც არღვევს ქვეყნის სუვერენიტეტს. ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისა და მოსახლეობის უმრავლესობისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ გარედან შემოდიოდეს თანხები და იხარჯებოდეს, მაგალითად, სარწმუნოების, ეკლესიის წინააღმდეგ, იხარჯებოდეს ქართულ პოლიტიკაში, გაუმჭვირვალე თანხები, ვითომ სასიკეთო პროექტების განსახორციელებლად და რეალურად იყო სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის რამდენიმე მცდელობა, საზოგადოების გახლეჩის, დაპირისპირების.

მომიყვანეთ ერთი ნორმალური ევროპული სახელმწიფოს მაგალითი, სადაც დაშვებულია გარედან შიდა პოლიტიკის დაფინანსება. არ არსებობს ასეთი. არც ერთი ნორმალური სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს თავის სუვერენიტეტზე, არავის მისცემს უფლებას, ჩაერიოს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მადლობა ბატონო ბიძინა, ჩვენ თუ ვერ დავინახეთ სიკეთე, ღმერთი მაღალია…” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი, ლალი მოროშკინა...

“ნულოვანი თანაგრძნობა თქვენი ცხოვრების ფილოსოფიაა!” – ლელა ჯეჯელავა

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის მიერ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობასთან...

კახა კალაძე: “ვაშაძემ ან მსგავსმა ტიპაჟებმა რა კარდაკარ უნდა იარონ – ისინი იმ ბოროტებაში...

„ეს ადამიანები წლების განმავლობაში მართავდნენ ქვეყანას და თუ რაიმე...

“სკოლაში ფორმების შემოღება ძირითადად ორი არგუმენტოთ “პრავდება” ხოლმე…” – მერაბ მეტრეველი

სკოლაში სავალდებულო ფორმების შემოღებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ აზრთასხვადასხვაობას და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“იძულებული ვართ ჩვენით ავხსნათ, თუ რატომ ცვლის ერთი ქოცი პუსტა-პუსტა მეორეს ამა თუ იმ...

მმართველ გუნდში განხორციელებულ მორიგ საკადრო ცვლილებებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“არცერთი სიტყვის არ მჯერა, რასაც ბორიას კანტორა თხზავს ელისო კილაძის წინააღმდეგ” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც “უფლისწული” შემოგყავს პოლიტიკაში” – გოჩა მირცხულავა

პოლიტიკურ პროცესებში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსი...