spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" 17 თანამშრომელს საპატიო თანამშრომლის წოდება...

“თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” 17 თანამშრომელს საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭა – კახა კალაძის მილოცვა

თბილისის მეტროს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ 17 თანამშრომელს საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭა.

აღნიშნულ თანამშრომლებს დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიაში უმასპინძლა და განსაკუთრებული მადლობა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გადაუხადა.

ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ სატრანსპორტო პოლიტიკაზე, რომელშიც განსაკუთრებული ადგილი უკავია მეტროს. წელს თბილისის მეტროს გახსნიდან 60 წელი შეუსრულდა, რომელთან დაკავშირებითაც ხვალ საზეიმო ღონისძიება გაიმართება. არ დავიწყებ საუბარს იმაზე, თუ რა მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა ამ მიმართულებით, რა მნიშვნელოვანი ღონისძიებები და პროექტები განვახორციელეთ ბოლო წლებში და რა გამოწვევებს ვეჯახებით დღემდე, როცა საქმე სწორედ მეტროსადგურების რეაბილიტაციას და გამართულ მუშაობას ეხება. თბილისის მეტრო 1966 წლის 10 იანვარს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. მეტრო დღის განმავლობაში უამრავ ადამიანს ემსახურება. მას დღეში, დაახლოებით, 500 ათასი მოქალაქე გადაჰყავს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მეტროს ფუნქციონირებაში და შეუფერხებელ მუშაობაში სულ 2 800-მდე თანამშრომელია ჩართული.

მინდა, მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ასევე, მეტროს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გვინდა, საპატიო თანამშრომლის წოდება მივანიჭოთ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ 17 თანამშრომელს, რომელთაც სპეციალური სიგელები გადაეცემათ. მინდა, უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ გაწეული შრომისთვის, პროფესიონალიზმისთვის, იმისთვის, რომ დღემდე სიყვარულითა და პატიოსნებით ემსახურებით ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს და მის მცხოვრებლებს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლები, რომლებიც მერმა დააჯილდოვა, არიან:

1. თამაზ ნაყოფია – გაერთიანებული სახელოსნოს უფროსის მოადგილე;

2. ბადრი კაპანაძე – ელექტროდეპო გლდანის N5 აწევითი საამქროს უფროსი ოსტატი;

3. ლევან ხარაიძე – ელექტრომექანიკური სამსახურის ელექტრომექანიკური დისტანციის უფროსი;

4. თამაზ შათირიშვილი – ელექტრომომარაგების სამსახურის ელექტრომომარაგების და ავტო-ტელემართვის დისტანციის სახელოსნოს უფროსი;

5. ემზარი გოგაძე – მოძრაობის სამსახურის უფროსის მოადგილე;

6. ვასილ ბიჭაშვილი – ელექტროდეპო ნაძალადევის N4 აწევითი საამქროს უფროსი;

7. ხვიჩა ქადაგიშვილი – სალიანდაგო და გვირაბნაგებობათა სამსახურის ექსპლუატაციის უფროსი;

8. კობა ქველაძე – ელექტროდეპო ნაძალადევის N2 საექსპლუატაციო საამქროს ხაზის მემანქანე;

9. მედეა ბაქრაძე – გენერალური დირექტორის აპარატის არქივის წამყვანი სპეციალისტი;

10. ლიანა კოშაძე – ბუღალტერიის ფულადი სახსრების მოძრაობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი;

11. ავთანდილ მჭედლიშვილი – ლაბორატორიული ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიის კოროზიისა და წინაღობის გაზომვის სპეციალისტი;

12. ლუიზა ღონღაძე – შიდა მონიტორინგის სამსახურის ინსპექტირების განყოფილების ვიდეომონიტორინგის ინსპექტორი;

13. ავთანდილ ხუჭუა – სიგნალიზაციის და კავშირგაბმულობის სამსახურის სარემონტო-
ტექნოლოგიური დისტანციის უფროსი;

14. მურთაზ მამუჩიშვილი – ექსპლუატაციის სამსახურის ექსპლუატაციის ზედამხედველობის განყოფილების დეფექტოსკოპიის ლაბორატორიის ოპერატორი;

15. ბესიკ ხარატიშვილი – თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე.

16. იური გაბელია – სალიანდაგო და გვირაბნაგებობათა სამსახურის ლიანდაგის მონტიორი;

17. მერი კობახიძე – ელექტროდეპო „ნაძალადევის“ უფროსი განმწესებელი.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერის თქმით, ხვალინდელ საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტი ღირსების ორდენით დააჯილდოებს თბილისის მეტროს ცხრა ღვაწლმოსილ თანამშრომელს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მეტროს საქმიანობაში.

ჩვენ ამ მიმართულებით კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანის ჩართულობით, პროფესიონალიზმითა და საქმისადმი ერთგულებით, ყველა გამოწვევას გავუმკლავდებით და ღირსეულად ვუპასუხებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბევრი დაგროვდა უბრალოდ, თორემ ისე, არანაირი სისტემური ძალადობა, კამერებს მიღმა ანგელოზები მოძრაობენ ფორმებში” –...

სამართალდამცავ სისტემაში მომხდარ ცალკეულ ძალადობრივ ფაქტებს იხსენებს “ოპოზიციის ალიანსის”...

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“სიძულვილის ენა და შეურაცხყოფა საზოგადოებრივ ნორმად ვერ იქცევა” – ნინო წილოსანი

სასამართლოში შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ დეპუტატ...

“ღმერთმა გადმოგვხედა და ბავშვი კარგად არის” – ნინო კუხალეიშვილი

"სიმღერის აკადემიის" დამფუძნებლები და მოსწავლეები ერთობლივი სიმღერით სტუმრად  იმყოფებოდნენ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“სისტემა ძალადობრივია მანამ, სანამ ის ძალადობას, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტს მიმართავს” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მედიაში გასულ რეპორტაჟს...

“სანამ საკუთარ თავს და ძალას არ ვირწმუნებთ, მარცხის გამარჯვებას ვიზეიმებთ სულ!” – ლელა ჯეჯელავა

ქვეყანაში შექმნილ რეალობასა და საზოგადოების მიდგომებზე აკეთებს მინიშნებებს ანალიტიკოსი...