spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს უბრალოდ ავტორიტარიზმი კი არა, დიქტატურის განსაკუთრებით ღრმა...

“ეს უბრალოდ ავტორიტარიზმი კი არა, დიქტატურის განსაკუთრებით ღრმა ფორმაა” – გია ნოდია

მმართველი პარტიის მიერ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს თსუ-ს და სტუ-ს გაერთიანებასა თუ პარტიების და სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის ახალი შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით, მწვავე შეფასებებით ეხმაურება განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია:

ორი ახალი ამბავი გვახარა მთავრობამ: თსუ-ს და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილება და ახალი შეზღუდვები პარტიების და სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის.

ფეისბუქში ყველაზე მეტი რეაქცია უნივერსიტეტების გაერთიანებაზე მხვდება. მაგრამ ეს წვრილმანი დეტალია იმის ფონზე, რაც ქვეყენაში ხდება.

ცხადია, ის, როგორც ეს გამოცხადდა, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ხელისუფლებას უნივერსიტეტების ავტონომია არ აინტერესებს. მაგრამ ამაში ახალი არაფერია – მისთვის უნივერსიტეტების კი არა, ზოგადად რაიმის ავტონომიის ცნებაა გაუგებარი. როგორც ხელისუფლება (ანუ დიდი სულთანი) იტყვის, ყველაფერი ისე უნდა იყოს. აბა როგორ გინდათ!

გეპეის მიერთებით რომ თსუ საერთაშორისო რეიტინგებში წინ გაიჭრება, ეს ნამდვილად კარგი საღლიცინო თემაა. ხანდახან უნდა ვიღლიცინოთ კიდეც, თუკი სხვას ვერაფერს ვაკეთებთ, მაგრამ მთავარი ეს მაინც არ არის.

რაც შეეხება გუშინ დაანონსებულ ახალ შეზღუდვებს, ეს არის თვისობრივდ ახალი ნაბიჯი სამოქალაქო სივრცის სრული მოსპობის გზაზე. ეს უბრალოდ ავტორიტარიზმი კი არა, დიქტატურის განსაკუთრებით ღრმა ფორმაა. ბელარუსსაც ნელ-ნელა ვჯობნით“, – წერს გია ნოდია სოციალურ ქსელში

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“მადლობა ბატონო ბიძინა, ჩვენ თუ ვერ დავინახეთ სიკეთე, ღმერთი მაღალია…” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი, ლალი მოროშკინა...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ყველაზე ამორალური ამ ისტორიაში ისაა, რომ თან ჰპარავენ საჭმელს და თან აიძულებენ ხმა ქოცებს...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უფასო სასადილოებთან დაკავშირებით მიმდინარე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“იძულებული ვართ ჩვენით ავხსნათ, თუ რატომ ცვლის ერთი ქოცი პუსტა-პუსტა მეორეს ამა თუ იმ...

მმართველ გუნდში განხორციელებულ მორიგ საკადრო ცვლილებებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“არცერთი სიტყვის არ მჯერა, რასაც ბორიას კანტორა თხზავს ელისო კილაძის წინააღმდეგ” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც “უფლისწული” შემოგყავს პოლიტიკაში” – გოჩა მირცხულავა

პოლიტიკურ პროცესებში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსი...