spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგოგა გულორდავა: "კომისიის ყველა გადაწყვეტილება ქვეყნისა და საზოგადოების...

გოგა გულორდავა: “კომისიის ყველა გადაწყვეტილება ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს მოემსახურება”

კომუნიკაციების კომისიის ახალმა თავმჯდომარემ პირველი სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა და სატელეკომუნიკაციო სფეროს, მაუწყებლობისა და მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. კომისიის თავმჯდომარემ გამოცხადებული ნდობისთვის კომისიის წევრებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ComCom-ის ეფექტიან საქმიანობას ციფრულ ეპოქაში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა და როლი აქვს.

პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო კოლეგებს და თითოეულ თქვენთაგანს გამოცხადებული ნდობისთვის, ჩემთვის ეს პატივთან ერთად არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, გამოწვევა, და მოტივაცია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ წინაშე არსებულ ყველა ამოცანას და გამოწვევას, ღირსეულად დავძლევთ და ერთობლივად ძალიან ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ. ამასთან აუცილებლად მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედს, ბატონ კახას, გაწეული მრავალწლიანი შრომისათვის და წარმატებები ვუსურვო მომავალ საქმიანობაში. ციფრულ ეპოქაში, როცა ტექნოლოგიები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, კომისიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ბიზნესს, ბაზრის გახსნას, კონკურენციის განვითარებას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას. ყველა პროექტი და გადაწყვეტილება, რომელიც კომისიის მიერ იქნება მიღებული, უპირველეს ყოვლისა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს და საჭიროებებს მოემსახურება“, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

სიტყვით გამოსვლისას, გოგა გულორდავამ მაუწყებლობის სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, კომისია კანონის შესაბამისად იმოქმედებს და მედია სფეროს მიკერძოებული და ყალბი ინფორმაციისგან გაათავისუფლებს.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ქვეყანაში გატარებული პოლიტიკის შედეგად, და, რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკის გატარებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული კომუნიკაციების კომისიას, გვაქვს მედიაპლურალიზმი და სიტყვის თავისუფლება, ამაზე მეტყველებს ის, რომ დღევანდელი მოცემულობით არსებობს 108 მაუწყებელი, აქედან 20 ეროვნული მაუწყებელი. ციფრებს თუ შევადარებთ, 2012 წლამდე ქვეყანაში არსებობდა მხოლოდ 4 ეროვნული მაუწყებელი. თუმცა, ამ მრავალფეროვნებამ, თავის მხრივ, სხვა გამოწვევები შექმნა: რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, მედიასივრცე გაჯერებულია ყალბი ინფორმაციით, დეზინფორმაციით, ხშირად ვხვდებით მიკერძოებას, სამართლიანობის პრინციპების დარღვევას და ესეც, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ მწვავე გამოწვევად რჩება ჩვენთვის, როგორც რეგულატორისთვის. ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია, ამას კომისია ურყევად დაიცავს, თუმცა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაყურებლის საუკეთესო ინტერესები იყოს დაცული და მედიასივრცე მაქსიმალურად იყოს დაცლილი ყალბი ინფორმაციისგან“, – აღნიშნა გოგა გულორდავამ.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, სიტყვით გამოსვლის დასასრულს, ComCom-ის რეგულირების ქვეშ არსებულ მესამე მიმართულებაზე – მედიაწიგნიერების განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ კუთხით კომისია უკვე 8 წელია მუშაობს და კვლავ აქტიურად გააგრძელებს სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული პროექტების განხორციელებას.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის დეკემბერში გოგა გულორდავა საქართველოს პარლამენტმა ComCom-ის წევრად 77 ხმით, ერთხმად დაამტკიცა. 2026 წლის 29 იანვარს კი კომუნიკაციების კომისიის წევრებმა გოგა გულორდავა კომისიის თავმჯდომარედ 3 წლის ვადით, ერთხმად აირჩიეს და იმავე დღეს ჩატარებულ სხდომაზე არჩევნების შედეგები დაამტკიცე და იმავე დღეს ჩატარებულ სხდომაზე არჩევნების შედეგები დაამტკიცეს.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე მახსოვს პოლიცია, რომელიც მოსახლეობის იმედი იყო” – ეკა გიგაური

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ქართულ პოლიციასთან...

“კვარაცხელიამ იქნებ ღრუბლებს გაუტანოს გოლი და გამოიყვანოს მზე” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, სახუმარო...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...