განათლების რეფორმის ფარგლებში, თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გეგმას, მწვავე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა:
“ცუდი ხელისუფლება არ გვიკვირს ქართველებს, კარგის დაფასება არასდროს შეგვძლებია, ამიტომ ვიღებდით იმას, რასაც ვიმსახურებდით, მაგრამ ასეთ ქართველთმოძულე ხელისუფლებას, რომელიც ასე გულმოდგინედ ცდილობდეს ქართული იდენტობის, სულიერების და კულტურის წაშლას, ვერ ვიხსენებ.
ჯავახიშვილის უნივერსიტეტი მიუხედავად იმისა, რა მდგომარეობაშია ახლა, არის ქართული იდეის განუყოფელი ნაწილი, მისი მისია არ ყოფილა მარტო საგანმანათლებლო ფუნქციის შესრულება. ამასაც შეეხენ ” ეროვნულები”.
რატომ? დავიმსახურეთ და იმიტომ.
მე ძალიან კმაყოფილი ვიქნები, თუ იმ ოთხ გზის ნასამართლევ კაცს დანიშნავენ გაერთიანებული დაწესებულების რექტორად. ეს იქნება სრული კვინტენსენცია“, – წერს ლელა ჯეჯელავა სოციალურ ქსელში.

