spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იმას, რასაც პუტინმა 20 წელი მოანდომა, ივანიშვილს უნდა...

“იმას, რასაც პუტინმა 20 წელი მოანდომა, ივანიშვილს უნდა 2 წელიწადში მოათავოს” – რომან გოცირიძე

მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ინიციატივას მწვავე შეფასებებით ეხმაურება პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე:

კანონპროექტი, რომლის მიღებაც გუშინ “ოცნებამ” დააანონსა, კატასტროფულია. ეს იმაზე უარესია, ვიდრე აგენტების კანონი. ასეთი რამ არც რუსეთში არის და არც ბელარუსში.

იმას, რასაც პუტინმა 20 წელი მოანდომა, ივანიშვილს უნდა 2 წელიწადში მოათავოს.

ამერიკამაც ცოტა უნდა გაახილოს თვალები. სამარცხვინოა, რომ კონგრესში კანონპროექტს, რომელსაც საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის დამყარებისთვის ნაწილობრივ მაინც რომ უნდა შეეშალა ხელი, ბლოკავს ვიღაც თაღლითი ნიკანდროსი, “ჭ” კლასის ბიზნესმენი, რომლის “ფრონტერას” კახეთში ერთი ჟანგიანი ნავთობის საქაჩი ედგა თვალის ასახვევად და 28 წელიწადი ატყუებდა ამერიკელ აქციონერებს, რომ იქ იმაზე მეტი ნავთობი და გაზი მოიპოვება, ვიდრე კუვეიტში და აზერბაიჯანში ერთად აღებული. ამ, უკვე გაკოტრებული კომპანის მეპატრონე, მიუხედავად იმისა, რომ კონგრესში პალატის სპიკერი და მთავრობაში სახელწიფო დეპარტამენტი მონდომებულია “მეგობარი” აქტის მიღებით, მაინც ახერხებს ერთი ლობისტი სენატორის მეშვეობით ამ ინიციატივის დაბლოკვას.

მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. ის გულარხეინი დამოკიდებულება, რომ საქართველოში ავტორიტარული რეჟიმი ფეხს ვერ მოიკიდებს, რომ ქართველები სხვანაირები (განსაკუთრებულები) ვართ, არის მეტად სახიფათო. საქართველოში კი არა, ესპანეთში იყო დიქტატურა და გერმანიაში.

დრომოჭმული, ამპარტავნული საბჭოთა პერიოდში ფეხმოკიდებული გამოთქვამი – “რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ”, თითქმის გაქრა ქართულ სოციალურ-პოლიტიკურ დისკურსში. კარგია, რომ მსგავსი სტერეოტიპებისგან ვთავისუფლდებით, რასაც ვერ ვიტყვით იმ პოლიტიკური რისკების შეფასების კონტექსტში, რაც დღეს ქვეყანაში ხდება.

თვითდამშვიდება და ილუზიები დამღუპველია. საქმე რუსეთთან გვაქვს და არა მის ადგილობრივ მარიონეტთან.

განგაშის დროა!” – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ახლა აბასთუმანში ნებივრობს და უნდა ზედმეტი ტრაფიკი ცაში?!” – პეტრე ცისკარიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი 16 აპრილიდან...

“ყველაზე ამორალური ამ ისტორიაში ისაა, რომ თან ჰპარავენ საჭმელს და თან აიძულებენ ხმა ქოცებს...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უფასო სასადილოებთან დაკავშირებით მიმდინარე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“იძულებული ვართ ჩვენით ავხსნათ, თუ რატომ ცვლის ერთი ქოცი პუსტა-პუსტა მეორეს ამა თუ იმ...

მმართველ გუნდში განხორციელებულ მორიგ საკადრო ცვლილებებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“არცერთი სიტყვის არ მჯერა, რასაც ბორიას კანტორა თხზავს ელისო კილაძის წინააღმდეგ” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც “უფლისწული” შემოგყავს პოლიტიკაში” – გოჩა მირცხულავა

პოლიტიკურ პროცესებში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსი...