spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ნუ შევუწყობთ ხელს რუსების შექმნილ კლიშეების განვრცობას" -...

“ნუ შევუწყობთ ხელს რუსების შექმნილ კლიშეების განვრცობას” – ბეჟან ჯავახია

ისტორიის გაგების, იდეოლოგიის გავლენის, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური რეალობის თუ გემოვნება/ინტერესის შესახებ საუბრობს საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ისტორიკოსი, პროფესორი ბეჟან ჯავახია და დღევანდელ რეალობაზე აკეთებს აქცენტს:

სრულიად მარტივი რამის დაწერა მიწევს… ვფიქრობ ეს ჩვენს მეხსიერებაში ისევ საბჭოთა იდეოლოგიიდან მოდის და ვწუხვარ, რომ ამ აზროვნების გავლენა ისევე ეტყობა ახალგაზრდებსაც, როგორც ჩემს თაობას.

1. სრულიად დიდი გაუგებრობაა ჩვენი უახლესი ისტორიის ის გაგება, რომელიც დღემდე არსებობს, ის რომ გავატოლეთ ერთმანეთთან ბოლშევიკები და სოციალ დემოკრატები: ჟორდანია, რამიშვილი და ფილიპე მახარაძე, სერგო ორჯონიკიძე. ასევე გავატოლეთ ერთმანეთთან მრგვალი მაგიდა, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით და შემდეგი კრიმინალური რეჟიმი კიტოვანი, სიგუას და იოსელიანი შევარდნაძის მეთაურობით და ის რაც ახლა ხდება: გაატოლოთ ერთმანეთთან ერთიანი “ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით და ქოცური რეჟიმი ივანიშვილის მეთაურობით;

2. სრულიად გაუგებარია, როდესაც პოლიტიკოსები წერენ: ნაციონალურმა მოძრაობა უკვე გადაირჩია მოსახლეობამ თავისი შეცდომების, თუ გნებავთ დანაშაულების გამო და დღეს არ აქვს უფლება იყოს პოლიტიკაში. იქნებ ერთხელ მაინც გადაგევლოთ თვალი დიდი ქვეყნების ისტორიისათვის და იქ ნახოთ რესპუბლიკელები და დემოკრატები რამდენჯერ აირჩიეს და გადაირჩიეს, ასევე კონსერვატორები და ლეიბორისტების, თუ გნებავთ გერმანიის მმართველი პარტიები!! ცოტა ფრთხილად მოსახვევში. ეს ერთადერთი პარტიაა, რომელიც ქმნის სტაბილური პარტიის სახეს, რომელმაც, როგორც ოპოზიციამ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ გაუძლო რამდენიმე არჩევნებს… ეს პოლიტიკური კულტურის ნიშანია ქვეყანაში…;

3. ასეთივე გაუგებრობაა, როდესაც ქუჩაში გამოსული თუ პოლიტიკურ დებატებში მონაწილე სუბიექტები აცხადებენ, რომ პოლიტიკოსები არ გვინდა, ახლა სხვა დრო მოვიდაო. სრულიად მარტივად ამ ცვლილებებში მონაწილე ყველა პოლიტიკას აკეთებს და პოლიტიკური ორგანიზაციების პასუხისმგებლობის გარეშე ცვლილებები ვერ იქნება;

4. როდემდე უნდა ვილაპარაკობთ ბოლშევიკური კლიშეებით: ზვიადისტი, მიშისტი… ისევ იქ ვართ ხომ , როდესაც ბოლშევიკები ხალხის მტრებს ახარისხებდნენ: ტროცკისტები, ბუხარინისტები…

ნუ შევუწყობთ ხელს რუსების შექმნილ კლიშეების განვრცობას. მეგონა უკვე გამოვიდოდით “გლასნოსტის” ეპოქის პერიოდის დანიშნული დისიდენტების ტერმინოლოგიიდან, როდესაც პოლიტიკური ლიდერის მიმდევრებს “ისტებად” მოიხსენიებდნენ და ლიდერებს კი “ბელადებად”…“, – წერს ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

კახა კალაძე: “ვაშაძემ ან მსგავსმა ტიპაჟებმა რა კარდაკარ უნდა იარონ – ისინი იმ ბოროტებაში...

„ეს ადამიანები წლების განმავლობაში მართავდნენ ქვეყანას და თუ რაიმე...

ნიკა გვარამია: “ბიძინას 26 მაისი საერთოდ არ ემარტივება”

ოპოზიციის მიერ დაანონსებულ 26 მაისის საპროტესტო აქციის მნიშვნელობაზე საუბრობს...

“ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც “უფლისწული” შემოგყავს პოლიტიკაში” – გოჩა მირცხულავა

პოლიტიკურ პროცესებში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“იძულებული ვართ ჩვენით ავხსნათ, თუ რატომ ცვლის ერთი ქოცი პუსტა-პუსტა მეორეს ამა თუ იმ...

მმართველ გუნდში განხორციელებულ მორიგ საკადრო ცვლილებებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“არცერთი სიტყვის არ მჯერა, რასაც ბორიას კანტორა თხზავს ელისო კილაძის წინააღმდეგ” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც “უფლისწული” შემოგყავს პოლიტიკაში” – გოჩა მირცხულავა

პოლიტიკურ პროცესებში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსი...