წინა ხელისუფლებების დროინდელი პოლიტიკოსის, მიხეილ მაჭავარიანის ვაჟის, გასულ წელს დაფუძნებული პოლიტიკური მოძრაობა “სართულის” წევრის – ვარდენ მაჭავარიანის მიერ დაფიქსირებულ კონკრეტულ პოზიციას, ერთგვარი რჩევებით და კონკრეტული მინიშნებებით, ეხმაურება ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი:
“მორალური სტანდარტი პოლიტიკაში მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით როცა ახალგაზრდა ხარ და იწყებ.
მნიშვნელოვანია სიმართლე და როცა მეორე მხარე არ კადრულობს დაგილაგოს ისეთი დეტალები, რაც დისკომფორტს შეგიქმნის, უნდა ამოწიო მუხრუჭი თორემ სადღაც წაიმტვრევ ადამიანი ცხვირს🥰
ჰოდა, კიდევ ერთი, პოპულიზმი ცუდი საყურებელია🙂“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის – ერთ-ერთ ვიდეორგოლში ვარდენ მაჭავარიანი პრეტენზიებს გამოთქვამს როგორც მოქმედი ხელისუფლების, ისე წინა ხელისუფლების მიმართ და მიაჩნია რომ ე.წ. “წითლების” და “ლურჯების” ნაცვლად გზა უნდა გაეხსნათ მათ, რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში და მისი თქმით “ეს სიბინძურე” დაამთავრონ. ამასთან აცხადებს – “ნაცებს” მართლაც ჰქონდათ ძალიან ბევრი შეცდომა და დანაშაული და მათ ბოდიში აქვთ მოსახდელი.

