ორშაბათი, იანვარი 26, 2026
4.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მისი მკვლელობიდან ასი წლის შემდეგ, მთელი ერისთვის მიხა...

“მისი მკვლელობიდან ასი წლის შემდეგ, მთელი ერისთვის მიხა მისაბაძი ადამიანია და ყველა პატრიოტი ადიდებს მის სახელს!” – ლაშა დიაროვი

ქართველი პოეტის, 1920-იანი წლების ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილის და “შეფიცულთა რაზმის” წევრის მიხა ხელაშვილის მკვლელობიდან 100 წელის გავიდა. ამ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით ემოციურ და ოპტიმისტურ შეფასებებს აკეთებს სააგენტო “პარალელთან” ინტერვიუში, “სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ლაშა დიაროვი:

მიხა ხელაშვილი რუსეთის ბოროტების იმპერიასთან მებრძოლი რაინდია! მიხამ 25 წელი იცოცხლა მხოლოდ და ამ 25 წლის განმავლობაში შეძლო გამხდარიყო მებრძოლი, შეუპოვარი, ვაჟკაცი ქართველის სახე! ახლაც კი, მისი მკვლელობიდან ასი წლის შემდეგ, მთელი ერისთვის მიხა მისაბაძი ადამიანია და ყველა პატრიოტი ადიდებს მის სახელს! დროა, ამ ქვეყანაში მიხა ხელაშვილის მოდგმამ დაამარცხოს ყორღანაშვილისა და ორჯონიკიძის მოდგმა!

მოღალატე კომუნისტები, რომლთაც საქართველოს წაართვეს დამოუკიდებლობა, შემოუძღვნენ ქვეყანაში მტერს და თბილისის თავზე წითელი დროშა ააფრიალეს, მაშინდელ პატრიოტებს ყაჩაღებსა და უცხო ქვეყნის აგენტებს ეძახდნენ, სწორედ ისე, როგორც დღეს. ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მიხა ხელაშვილი მტრებად იყვნენ შერაცხულნი, უხსენებელი სერგო ორჯონიკიძე და ფილიპე მახარაძე კი გმირებად, თუმცა ისტორიამ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა!

დღეს ქაქუცა და მიხა პატრიოტიზმის სიმბოლო არიან, სერგო ორჯონიკიძე და ფილიპე მახარაძე კი მოღალატეები! ზუსტად ასევე იქნება სულ ცოტახანში, ყველაფერი თავის ადგილას დადგება, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ქოცად ყოფნა ისეთივე სამარცხვინო გახდება, როგორც კომუნისტობაა დღეს.

ქოცს ოფიციალურად ეწოდება მოღალატე და ქვეყნის მტერი, ხოლო მათ წინააღმდეგ მებრძოლ სინდისის პატიმრებს ისტორია და ქართველი ერი გმირებად შერაცხავს! ეს დრო შორს არაა! გვახსოვდეს, ქოცი არის მოღალატე და ბოლშევიკი, ამ ქვეყნის მტერი, ხოლო ქოცთან მებრძოლი თითოეული ადამიანი პატრიოტი და გმირია!

ბრძოლა ბოლომდე! ქოცობა სირცხვილია! ცეცხლი ოლიგარქიას!” – აცხადებს ლაშა დიაროვი.

ინფორმაციისთვის: მიხა ხელაშვილი, ბოლშევიკებმა, 1925 წელს, თავისი 25-ე დაბადების დღეზე მოკლეს…

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილი ცივილიზებული სამყაროსთვის კეთროვანი დიქტატორია!” – ლაშა დიაროვი

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიური შეხვედრას საქართველოს წარმომადგენლები არ დაესწრებიან....

“ოპოზიციური ავტოკრატია უნდა დაინგრეს, იქამდე რეჟიმი ვერ დაინგრევა” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ქართულ პოლიტიკაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი,...

“ფაშისტებს, ნაცისტებს, საბჭოთა რუსეთს, პუტინსაც კი არავინ გაუსამართლებია ტროტუარზე დგომისთვის” – გია ჯაფარიძე

ყოფილი დიპლომატის, ანალიტიკოსის, პოლიტიკის ექსპერტის გია ჯაფარიძის კონკრეტული შედარება...

“დებატი, ანუ დისკუსია ჭეშმარიტების შესახებ, დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე საქართველოსა და მსოფლიოში შექმნილ რეალობაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სულით ქოცი რომ ხარ და ნაციონალებს სავალდებულოდ წესით უნდა გადასწვდე, ალბათ ეგ შემთხვევაა!” –...

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრის,...

“ბიძინამ მას, როგორც ყოფილ მონას, შეღავათი გაუწია და ყველაზე მსუბუქი ბრალი წაუყენა” – მერაბ...

კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს მინიშნებას ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ერთგვარ...