,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ლაშა დიაროვი, სააგენტო ,,პარალელთან” კომენტარში, შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით:
“ქოცი მიზანმიმართულად, პროპაგანდისტულად თავს ესხმის ევროკავშირს რუსული ნარატივებით. ამტკიცებენ, თითქოს ევროკავშირი იშლება, სუსტია და კორუმპირებულია. ტრამპს პირდაპირ არ ახსენებენ, თუმცა ფაქტია, ტრამპის ადმინისტრაცია უკვე წელიწადზე მეტია მათთან არანაირ კომუნიკაციაში არ შედის.
სიმბოლურია, რომ ამერიკელები ლუკაშენკოსაც კი ეკონტაქტებიან, მაგრამ კეთროვან დიქტატორ ივანიშვილს პასუხის ღირსადაც არ თვლიან. ეს უკვე არ არის შემთხვევითობა, ეს არის მკაფიო პოლიტიკური პოზიცია.
რას ნიშნავს ეს ყველაფერი? სად მოიაზრებს ქოცი საქართველოს ადგილს ახალ გეოპოლიტიკურ გადანაწილებაში? პასუხი მარტივია – რუსეთში.
ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ არანაირი „რუსული მშვიდობა“ არ არსებობს. რუსეთი დამოუკიდებელი ერებისა და სახელმწიფოების სასაფლაოა. სწორედ ამას ჰპირდებიან სინამდვილეში ქოცები ქართველ ხალხს.
დუგინმა პირდაპირ და მკაფიოდ განაცხადა, რომ ისინი დამოუკიდებელ საქართველოს არც კი განიხილავენ! საქართველო მათ რუსეთის ნაწილად წარმოუდგენიათ. სწორედ ამ გეგმას მიჰყვება ივანიშვილი.
მაშ, რა სუვერენიტეტის დამცველები არიან ქოცები?
რა პატრიოტები?
ან საერთოდ რა ქრისტიანები?
თუ სასწრაფოდ არ გავითავისუფლეთ თავი რუსული რეჟიმის ტყვეობიდან, ყველაფერს დავკარგავთ.
ბრძოლა ბოლომდე! გამარჯვებამდე!✊🇬🇪🇪🇺“, – აცხადებს ლაშა დიაროვი.

