კვირა, იანვარი 25, 2026
2.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მისასალმებელია პოლემიკა, დებატები, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეს...

“მისასალმებელია პოლემიკა, დებატები, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეს მიღებული პრაქტიკაა” – კახა კალაძე

შეიძლება, ადამიანებს განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდეთ და ზუსტად დებატების გზით საზოგადოება გაიგებს რომელი მიმართულებაა სწორი“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

მისივე ვარაუდით, საქართველოში პოლიტიკური დისკუსიები რომ არ უნდა გამართულიყო, ქვეყნის გარედან წამოსული დავალებაა.

ყოველთვის მისასალმებელია პოლემიკა, დებატები. ყველა ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში ეს მიღებული პრაქტიკაა. ჩვენთან დამკვიდრებულია ლანძღვა, შეურაცხყოფა, ცილისწამება და ეს გარკვეული პოლიტიკური პარტიების ყოველდღიური პრაქტიკაა. აქამდეც არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ დისკუსია ძალიან მნიშვნელოვანია. გავიხსენოთ წინასაარჩევნო კამპანია მუნიციპალიტეტის დონეზე. არავის, ერთი ორის გამოკლებით, არ უსაუბრია დედაქალაქის გამოწვევებზე, მხოლოდ უაზრო თემები იყო გამოგონილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ტელეკომპანია „პირველის“ კითხვაზე, თუ რატომ არ მონაწილეობს მათ სატელევიზიო დებატებში, განაცხადა, რომ აქამდე აღნიშნული ტელევიზია მხოლოდ სიცრუის გავრცელებით შემოიფარგლებოდა.

ტელეკომპანია „პირველი“ დაკავშირებულია სიცრუესთან, სიყალბესთან. როდესაც დებატებზე ვსაუბრობთ, საუბარია ჯანსაღ საზოგადოებაზე. თქვენი ტელევიზია შემოიფარგლებოდა სიცრუით. ეს ჩემს პირად მაგალითზეც შემიძლია ვთქვა. თქვენ სასამართლოც გაქვთ წაგებული სიცრუის გამო. მოგიწევთ, დაფიქრდეთ თქვენს ყოველდღურობაზე, რა გადაცემებსაც აკეთებთ. მოგიწევთ ამ ყველაფრის გამოსწორება, თუ გინდათ, საზოგადოებას უთხრათ სიმართლე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ყველას გასაგონად მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოში არცერთი თანამდებობისკენ პირადად საერთოდ არ მივისწრაფვი…” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ე.წ. "ჩრდილოვანი კაბინეტის" სავარაუდო...

“რამდენჯერაც ტრამპი გაუბრაზდება ვიღაცას, იმდენჯერ სჯის საკუთარ ხალხს და ბიზნესს…” – რომან გოცირიძე

ტრამპის მიერ ევროკავშირის ცალკეული ქვეყნებისთვის სავაჭრო ტარიფების დაწესებას კონკრეტული...

“ვინ არის ჩვენი პარტნიორი დღეს?” – შოთა უტიაშვილი

შს სამინისტროს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, რონდელის ფონდის უფროსი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს ჩემი საფიქრალი არ არის, იკითხოს და იმტვრიოს თავი ივანიშვილმა😊” – ლელა ჯეჯელავა

"გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულების კონფიდენციალური ნაწილის გასაჯაროვებასთან დაკავშირებით სკანდალურ მოსაზრებას...

“წვრილფეხობა კი არა, პირადად კობახიძე ან ივანიშვილი მოვიდეს დებატებში” – გია ჯაფარიძე

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის ინიციატივას დებატების გამართვასთან დაკავშირებით, კონკრეტული...

“ბიძინამ მას, როგორც ყოფილ მონას, შეღავათი გაუწია და ყველაზე მსუბუქი ბრალი წაუყენა” – მერაბ...

კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს მინიშნებას ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ერთგვარ...

“სულით ქოცი რომ ხარ და ნაციონალებს სავალდებულოდ წესით უნდა გადასწვდე, ალბათ ეგ შემთხვევაა!” –...

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრის,...