პატიმრობაში მყოფ ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, მისი დედა, მარინა კოტრიკაძე და კონკრეტულ ფაქტებსა თუ დეტალებზე აკეთებს მინიშნებას:
“ბევრი გაჭირვება, წყენა და ტკივილი გამოვიარეთ, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ყოველთვის ღირსეულად დავდექით ფეხზე.
ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი იყო, უკან მოხედვის არ შემრცხვენოდა. სწორედ ამ ღირებულებებით გავზარდე ჩემი შვილებიც.
ლევანი სასამართლო პროცესზე პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდა, რადგან ოჯახთან კომუნიკაციის შეზღუდვა კიდევ ორი თვით გაუგრძელეს. ეს უსამართლობა მძიმე დარტყმაა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ლევანი ამ განსაცდელსაც ღირსეულად, მტკიცედ, თავაწეულად გადალახავს.
ჩემი გიორგი 10 წლის შემდეგ ვნახე მან კი საკუთარი შვილები 9 წლის შემდეგ ჩაიხუტა გულში. გულს მიგლეჯდა სანახაობა, როცა გიორგის შვილები მამის ტანსაცმელს კოცნიდნენ – თითქოს მის სურნელში ეძებდნენ სითბოს, მაგრამ გაუძელით.
დარწმუნებული ვარ ლევანის შვილებიც ვაჟკაცურად, გაუძლებენ ამ განსაცდელს.
ლევანის სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ განცხადებებს თუ გადავხედავთ, ნათლად გამოჩნდება-რაც თქვა, ყველაფერი გამართლდა. ამის გამო საკრებულოში და პარლამენტში არაერთხელ დაესხნენ თავს. აქციაზე კი როცა ახალგაზრდის გადასარჩენად გაიქცა, დაუნდობლად, სასიკვდილოდ გაიმეტეს. და ამის შემდეგ გაბედეს ლევანის მიმართ კითხვის ნიშნების გაჩენა. ეს იყო უსამართლობის მწვერვალი – რამაც გული მატკინა და რწმენა შემირყია ადამიანების მიმართ.
ამის გამო გეშინოდეთ ღვთის სასჯელის – რადგან ასეთი უსამართლობა პასუხგაუცემელი არ რჩება“, – წერს მარინა კოტრიკაძე სოციალურ ქსელში.

