spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა კამპანია სახელმწიფო გადატრილებასთან დაკავშირებით და...

“თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა კამპანია სახელმწიფო გადატრილებასთან დაკავშირებით და აღსრულებაშიც ჰქონდათ უკვე მოყვანილი” – კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს ჰქონდათ მიღებული დავალება და მიუხედავად ხელისუფლების არაერთი თხოვნისა და მოწოდებისა, დაიწყეს ამ დავალების შესრულება.

როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხისას განაცხადა, კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკოსებს თვეების განმავლობაში გაჩაღებული ჰქონდათ კამპანია ხელისუფლების დამხობის შესახებ.

მთელი თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა კამპანია სახელმწიფო გადატრილებასთან დაკავშირებით. კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები საუბრობდნენ სახელმწიფო გადატრიალებაზე, ხელისუფლების დამხობაზე, შეიკრიბნენ და ამის განხორციელებაც დაიწყეს, უბრალოდ, შესაბამისმა სამსახურებმა იმოქმედეს ძალიან მაღალ პროფესიონალურ დონეზე და შეაჩერეს ეს მძიმე ფაქტი – სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელიც აღსრულებაში ჰქონდათ უკვე მოყვანილი.

ძალიან ბევრჯერ გავაკეთეთ განცხადებები, მაშინაც კი, როდესაც კამპანია ჰქონდათ გაჩაღებული და პირდაპირ საუბრობდნენ დამხობაზე, გადატრიალებაზე, ვთხოვდით, არ გადაედგათ ასეთი ნაბიჯი. არაერთხელ გამიკეთებია მეც განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით. ვთხოვდით, რომ ნუ გადადგამდნენ ისეთ ნაბიჯს, რომელიც, პირველ რიგში, მათთვის იქნებოდა დამაზიანებელი და ნუ ჩაიდენდნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. არ დაემორჩილნენ, მათ თავიანთი გზა ჰქონდათ, დავალება ჰქონდათ მიღებული, დაიწყეს ამ დავალების შესრულება და სახელმწიფო, რა თქმა უნდა, მოქმედებს კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამასაც შეირჩენენ და ქოცარასტი სუპიხვრეპიები, ამასაც გააპრავებენ” – დავით ქაცარავა

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, მძიმე...

“კვარაცხელიამ იქნებ ღრუბლებს გაუტანოს გოლი და გამოიყვანოს მზე” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, სახუმარო...

“უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მეორედ მოვიგე ჩემპიონთა ლიგა” – ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,პსჟ”-ს ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია პირველ...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...