კვირა, იანვარი 25, 2026
2.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მხოლოდ ბოროტმა, ვერაგმა და ქრისტეს მოძულე კაცმა შეიძლება...

“მხოლოდ ბოროტმა, ვერაგმა და ქრისტეს მოძულე კაცმა შეიძლება ჩაიდინოს ის, რაც ქოცებმა ჩაიდინეთ გუშინ!” – ზვიად ცეცხლაძე

ზვიად ცეცხლაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში (რომელიც ახალგაზრდული ორგანიზაცია “დაფიონის” მიერ გამოქვეყნდა) მწვავე შეფასებას აძლევს შეწყალების მოლოდინებთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას საპატიმროებთან:

სამარცხვინო და არაადამიანური იყო ის, რაც გუშინ ვიხილეთ. მხოლოდ ბოროტმა, ვერაგმა და ქრისტეს მოძულე კაცმა შეიძლება ჩაიდინოს ის, რაც ქოცებმა ჩაიდინეთ გუშინ!

ჩვენი მშობლები მთელი დღის განმავლობაში ყინვაში და ქარბუქში დააყენეთ. იცით, რომ დედის გული შვილის მოლოდინში ვერ გაუძლებს, სულ მეათასედი პროცენტი რომ იყოს შანსი, ის მაინც მოვა ციხესთან და დამელოდება იმიტომ, რომ დედაა და სხვაგვარად არ ძალუძს. თქვენ ამას ხედავდით და სიტყვა არ გაიმეტეთ, რომ ჩვენი მშობლები სახლში მაინც წასულიყვნენ და ამ იმედის ნაპერწკალზე ჩამოკიდებულები გაყინეთ ეს ადამიანები.

მოწყალების დღეს ყველაზე არაკაცური ქმედება ჩაიდინეთ! თქვენ გგონიათ, რომ ეგ წამება არ არის? ტელევიზორიდან მაყურებინებთ, თუ როგორ იყინება დედაჩემი ამ საშინელ ამინდში და მე, საკანში მყოფს, ფიზიკურად არაფრის გაკეთება არ შემიძლია იმიტომ, რომ უსუსურია ადამიანი ციხეში და ფიზიკურად არაფრის გაკეთება არ შეუძლია. თქვენ გგონიათ, რომ ეს წამება არ არის?

ან კარგი, ჩვენ მტრები ვართ თქვენთვის და ბოლომდე გვიმეტებთ, მაგრამ არაპოლიტიკურ თემაზე დაჭერილმა კაცმა ან მისმა ოჯახმა რა დაგიშავათ? როდის შეგძულდათ ასე ადამიანი, ან რაზე ფიქრობთ საერთოდ? დღევანდელი კვერცხი ასე როგორ გირჩევნიათ ყველაფერს?!

ყველაფერი ხომ წარმავალია, თქვენი თაობა წავა და ჩემი თაობა მოვა. ეს ხომ ბუნების კანონზომიერებაა და ამას ხომ ვერ შეცვლით? რაღაც საბაბი ხომ უნდა დაგვიტოვოთ, რომ ჩვენ მაინც ვიყოთ თქვენდამი მოწყალები მომავალში? რატომ გსურთ ასე ძალიან, რომ ჩემი თაობის მიზნად, ცხოვრების მიზნად, თქვენდამი შურისძიება, ანგარიშსწორება იქცეს? როდის შეგზიზღდათ ასე ძალიან საქართველო, ქართველი კაცი და ქართველი დედა?!” – აცხადებს ზვიად ცეცხლაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კადრები ნიჭიერმა და გონიერმა ლიდერმა უნდა შეარჩიოს და არა ხალხმა” – მანანა ჯებაშვილი

ლიდერი, საკადრო პოლიტიკა, საზოგადოება - საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარი,...

“ეკითხა ამ შათირიშვილს და ვეტყოდით, ვინმე აუხსნიდა, რომ რუსეთის უძლეველობის შესახებ მითი დიდი ხანია...

რუსეთთან მიმართებაში, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის შეფასებებს კონკრეტული პოზიცია-განმარტებებით და...

“უნიჭოდ დადგმულ 5 საათიან სპექტაკლს სრულიად პროგნოზირებადი ფიასკო ელოდა” – ზაალ ანჯაფარიძე

შეწყალების აქტის გამოცემისას შექმნილ მოლოდინებთან დაკავშირებით კონკრეტულ განმარტებებს და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სულით ქოცი რომ ხარ და ნაციონალებს სავალდებულოდ წესით უნდა გადასწვდე, ალბათ ეგ შემთხვევაა!” –...

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრის,...

“ბიძინამ მას, როგორც ყოფილ მონას, შეღავათი გაუწია და ყველაზე მსუბუქი ბრალი წაუყენა” – მერაბ...

კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს მინიშნებას ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ერთგვარ...

“ეს ჩემი საფიქრალი არ არის, იკითხოს და იმტვრიოს თავი ივანიშვილმა😊” – ლელა ჯეჯელავა

"გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულების კონფიდენციალური ნაწილის გასაჯაროვებასთან დაკავშირებით სკანდალურ მოსაზრებას...