საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით:
🔴 ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.
🔴 ლიპყინულის, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია:
➡️ მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე;
➡️ კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის გზის კოდა-სოფ. ალგეთისა და აიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთებზე;
➡️ ნაქერალას უღელტეხილზე;
➡️ საჩხერე-რაჭის გზაზე;
➡️ ფარცხისი-თეთრიწყაროს გზაზე;
➡️ მარნეული-თეთრიწყარო-წალკის გზაზე;
➡️ ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზის ოფიტარა-მელეს მონაკვეთზე;
➡️ ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის ქორენიში-შოვის მონაკვეთზე;
➡️ ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე.
🔴 ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია:
➡️ ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე;
➡️ ბათუმი-ახალციხის გზის კურორტი გოდერძი-უტყისუბნის მონაკვეთზე;
➡️ კორშა-შატილის მონაკვეთზე;
➡️ უშგული-ლასდილის მონაკვეთზე.
🔴 მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის ვერონა-თელავის მონაკვეთზე და ბათუმი-ახალციხის გზის კმ50-კმ103 მონაკვეთზე
🔵 საავტომობილო გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

