ტრამპის მიერ ევროკავშირის ცალკეული ქვეყნებისთვის სავაჭრო ტარიფების დაწესებას კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე:
“რამდენჯერაც ტრამპი გაუბრაზდება ვიღაცას, იმდენჯერ სჯის საკუთარ ხალხს და ბიზნესს – უწესებს ტარიფებს.
ტარიფი არის საბაჟო გადასახადი, რომლითაც საქონელს უძვირებ საკუთარი ქვეყნის მომხმარებელს“, – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

