spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"ვიმედოვნებ, რომ "საახალწლო სოფელში" გამართულმა აქტივობებმა სასიამოვნო შთაბეჭდილება...

“ვიმედოვნებ, რომ “საახალწლო სოფელში” გამართულმა აქტივობებმა სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა როგორც დედაქალაქის მცხოვრებლებზე, ისე ქალაქის სტუმრებზე” – კახა კალაძე

2026 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რომელიც 34 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საახალწლო ღონისძიებები წელს საკმაოდ მასშტაბური და მრავალფეროვანი იყო.

ვიმედოვნებ, რომ „საახალწლო სოფელში“ გამართულმა აქტივობებმა სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა როგორც დედაქალაქის მცხოვრებლებზე, ისე ქალაქის სტუმრებზე. მინდა, გაწეული შრომისთვის მადლობა გადავუხადო მერიის თითოეულ თანამშრომელს, ყველა სამსახურს, რომელიც ჩართული იყო აღნიშნული ღონისძიებების მოწყობაში, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დღესასწაულის შექმნაში შეიტანა წვლილი.

მინდა, ასევე, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მის თითოეულ თანამშრომელს, რადგან მთელი ამ დღეების განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება იყო მიმართული „საახალწლო სოფლისკენ“, რათა შენარჩუნებული ყოფილიყო სიმშვიდე და თავიდან აგვეცილებინა ექსცესები.

განსაკუთრებული მადლობა ასევე ეკუთვნით იმ კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც შესაბამის სამსახურებთან ერთად, ჩართულები იყვნენ „საახალწლო სოფლის“ ღონისძიებების ორგანიზებაში. მადლობას აუცილებლად იმსახურებენ მეწარმეები, რომელთა გარეშეც საახალწლო ბაზარი წარმოუდგენელია.

მადლობა მინდა, გადავუხადო არტისტებს, მსახიობებს, ბენდებს, ყველა ქართველ შემსრულებელს და შემოქმედებით ჯგუფს წარმატებული თანამშრომლობისთვის. ჩვენ მომავალ წლებშიც აუცილებლად შევუქმნით საახალწლო, ჯადოსნურ განწყობას თბილისელებსა და ჩვენი ულამაზესი ქალაქის სტუმრებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე ისაუბრა ქვეყანაში მშვიდობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც მმართველი გუნდი ახორციელებს, უპირველესად, სწორედ მშვიდობის შენარჩუნებისკენაა მიმართული.

მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო სრულიად საქართველოს შობა-ახალი წელი და პირველ რიგში, მშვიდობა ვუსურვო ჩვენს ქვეყანას. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ვხედავთ, რა პროცესები მიდის მსოფლიოში, ამიტომ მშვიდობა არის ძალიან მნიშვნელოვანია და ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს, მიმართულია იმისკენ, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე ქვეყანაში. მინდა, ასევე, ჯანმრთელობა ვუსურვო ყველას, რადგან ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის. სიკეთე, სიხარული, სიყვარული, ბედნიერება იყოს 2026 წლის მთავარი ღირებულებები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნამდვილად, ჩვენ გვჭირდება ერთამანეთის დანახვა ხშირად” – ხატია დეკანოიძე

საზოგადოებასა და მთლიანად ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს "ნაციონალური მოძრაობის"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...