ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებითუ ოპოზიცია ემუქრება საზოგადოებას, რომ ის ჩაშლის საკონსტიტუციო...

თუ ოპოზიცია ემუქრება საზოგადოებას, რომ ის ჩაშლის საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუ არ გათავისუფლდება სამი პირი, ეს იქნება მთლიანად მათი პასუხისმგებლობა – ირაკლი კობახიძე

საარჩევნო სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების განმარტებისას “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ამტკიცებს, რომ არანაირი შეთანხმება არ მომხდარა კონკრეტული პირების ციხიდან გამოშვების თაობაზე. როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს რამდენჯერმე იყო აღნიშნული საკითხი დაყენებული, თუმცა ყველა შემთხვევაში ხელისუფლების წარმომადგენლების უარი დაფიქსირდა და ამის გათვალისწინებით მოეწერა ხელი შეთანხმებას. მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი მიმართავს ფასილიტატორებს, დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია:

ჩვენ გვინდა ელჩებს ვთხოვოთ, მათ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო შეთანხმების შინაარსი. იყო თუ არა შეთანხმების შინაარსი უკანონო ჩარევა სასამართლოს, პროკურატურისა და პრეზიდენტის უფლებამოსილებაში,” – მიმართავს ფასილიტატორებს ირაკლი კობახიძე.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ოპოზიციის მოთხოვნების განმარტებისას აცხადებს რომ მათ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაშლა სურთ და ამასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას მთლიანად ოპოზიციას აკისრებს:

თუ ოპოზიცია ემუქრება საზოგადოებას, რომ ის ჩაშლის საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუ არ გათავისუფლდება სამი პირი, ეს იქნება, ბუნებრივია, მთლიანად მათი პასუხისმგებლობა, ეს თუ ასე მოხდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ პრევენციული ზომა იმისთვის, რომ ეს ასე არ მოხდეს.

საზოგადოებას ისინი ემუქრებიან, თუმცა ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს მუქარა ვერ იქნება შედეგის მომტანი. ამასთან დაკავშირებით არის მიმართული ჩვენი თხოვნა ელჩების მიმართ.

თუ პროცესი იქნება ისე წარმართული, როგორც უნდა წარიმართოს, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ოპოზიციას ვერ ექნება ვერავითარი რესურსი, რომ მათ შეასრულონ ის მუქარა, რომელიც გამოხატეს საზოგადოების მიმართ,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მე ასეთი რეალობისთვის ხმა არ მიმიცია და არც ნდობა გამომიცხადებია!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში...

სჯსუ ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცოდნის ხელმისაწვდომობაზე იზრუნებს

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის მოკლევადიანი კურსის გავლას...

“როგორც ჩანს, კახა კალაძე არ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი თბილისის მერობის "ქართული ოცნების" კანდიდატურაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...