საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით:
🔵 საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
🔴 გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. უსაფრთხოების მიზნით, ამ მონაკვეთზე აკრძალულია გზის გაწმენდითი სამუშაოების წარმოებაც.
🔵 გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ზვავსაშიშროების მოხსნისთანავე დაიწყება წმენდის სამუშაოები და უმოკლეს ვადებში აღდგება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
🔵 რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ყველა ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
🔴 გარკვეული სახის მოძრაობის რეჟიმებია დაწესებული მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებში. კერძოდ, ლიპყინულის, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია:
➡️ ნაქერალას უღელტეხილზე, საჩხერე- რაჭის გზაზე
➡️ ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის ქორენიში-შოვის მონაკვეთზე
➡️ ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე
🔴 ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია:
➡️ ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე
➡️ ბათუმი-ახალციხის გზის კურორტი გოდერძი-უტყისუბნის მონაკვეთზე
➡️ კორშა-შატილის მონაკვეთზე
➡️ უშგული-ლასდილის მონაკვეთზე
🔴 მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები გომბორის უღელტეხილზე, ორბელის უღელტეხილსა და და ბათუმი-ახალციხის გზის კმ50-კმ103 მონაკვეთზე
🔵 საავტომობილო გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

