spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველას, ვისაც უყვარს საქართველო მთელი გულით უნდა უჭერდეს...

“ყველას, ვისაც უყვარს საქართველო მთელი გულით უნდა უჭერდეს მხარს, როგორც რუსთაველის პროტესტს, ასევე ირანში მიმდინარე რევოლუციას” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, წლების წინ, ირანში განხორციელებულ ვიზიტს და ფერეიდნელ ქართველებთან შეხვედრისას დაფიქსირებულ კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს, რამაც, მისი აზრით, გამოიწვია დღევანდელი რეალობა იმ ქვეყანაში და ამასთან, ერთგვარ პარალელს ავლებს საქართველოსთან:

როდესაც ვიზიტით ვიყავი ირანში, ფერეიდანში მრავალი ათასი ადამიანი მოვიდა ჩემთან შეხვედრაზე.

დარბაზის ბოლოში ეჭირათ პლაკატები ქართულად “სიკვდილი ამერიკას”. ჩვენს დელეგაციასთან სათითაოდ მოდიოდნენ ადგილობრივები და იძახდნენ რომ ამ პლაკატთან არაფერი საერთო არ ჰქონდათ და ისინი თეირანიდან საგანგებოდ გამოგზავნილ უშიშროების თანამშრომლებს ეჭირათ ხელში, მოლას გამოსვლისას მთელმა დარბაზმა უსტვინა, უამრავი წერილი გადმოგვცეს, რეჟიმის კრიტიკაც.

მეორე დღეს, პარასკევს საღამოს ისპაჰანის მათვალიერებინებდა ადგილობრივი გუბერნატორი. ამ ულამაზეს ქალაქს შუაზე ყოფს “ალავერდიხანის ხიდი”, რომელსაც ისპაჰანის ამშენებლის, კახელი ალავერდ უნდილაძის სახელი ჰქვია. კაცები მდინარის ერთ მხარეს იყვნენ და ქალები მეორე.

გუბერნატორმა ამაყად მითხრა რომ სამი დღით ადრე მთელს ირანში აკრძალეს ქუჩის მუსიკოსები. შემდეგ შევხედე ერთ შენობას, რომელიც საკონცერტო დარბაზს წააგავდა და რომელთანაც ბევრი ახალგაზრდა ირეოდა, დაახლოებით იმ ასაკის, პარასკევს საღამოობით ღამის კლუბებში რომ დადიან თავისუფალ ქვეყნებში.

ნუ იქ რომ დისკოთეკა არ იქნებოდა მაგდენს კი მივხვდი, მაგრამ ვიფიქრე რამე კონცერტი მაინც იქნება თქო. გუბერნატორმა აქაც გამიწბილა იმედი, რადგან როგორც მითხრა ადგილობრივი იმამი ხვდებოდა ისპაჰანის ახალგაზრდობას და ესაუბრებოდა მათ რელიგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აი ასეთი მძიმე სიტუაციაა ხალხისთვის ირანში.

ახლანდელი პროტესტები იმავე სიტუაციამ გამოიწვია, რაც სახეზეა ასევე საქართველოში – ხალხის აბსოლუტური უმრავლესობისთვის სრულიად მიუწვდომელი ფასები.

დღეს ირანში სახეზეა რევოლუციური სიტუაციის ყველა ნიშანი. რეჟიმის დამხობა რევოლუციურ ცვლილებებს გამოიწვევს მთელი რეგიონისთვის და ასევე დამანგრეველი იქნება ივანიშვილის რეჟიმისთვის.

ასე რომ დღეს ყველას, ვისაც უყვარს საქართველო მთელი გულით უნდა უჭერდეს მხარს, როგორც რუსთაველის პროტესტს, ასევე ირანში მიმდინარე რევოლუციას“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დიდი სირცხვილია, როცა ათი ერთს ცემს, მაგრამ კიდევ უფრო დიდი სირცხვილია, როცა ათასი ამ...

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, ემოციური...

“ამასაც შეირჩენენ და ქოცარასტი სუპიხვრეპიები, ამასაც გააპრავებენ” – დავით ქაცარავა

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, მძიმე...

“ზუსტად ამდენი მტერი ჰყავს ქვეყანას, რაც გუშინ საღამოს ვიხილეთ – ოლიგოფრენთა მცირე ნაკადი” –...

"ოპოზიციის ალიანსის" მიერ ორგანიზებულ 26 მაისის საპროტესტო აქციას ირონიული...

“რადგან ბიძინამ დაგვტოვა მეგობრების გარეშე, ჩვენ უნდა ვესაუბროთ ჩვენს მეგობრებს!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გიგრგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...