ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკიბერსკანდალმა დაგვანახა, რომ მთავრობა თანამშრომლობს ევროპის მტრებთან -...

კიბერსკანდალმა დაგვანახა, რომ მთავრობა თანამშრომლობს ევროპის მტრებთან – რუსეთთან და ასევე ირანის სპეცსამსახურებთან – გიორგი ვაშაძე

„დეილი მეილ“-ში გამოქვეყნებულ საგამოძიებო სტატიას ეხმიანება პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე. ოპოზიციონერი ლიდერის განმარტებით არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო კიბერსკანდალში ეხვევა და მიუხედავად ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკისა დასავლეთთან და ევროპასთან ინტეგრაციასა და თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რეალურად მთავრობა თანამშრომლობს რუსეთთან და ახლა უკვე ირანის სპეცსამსახურებთან.

„სამწუხაროდ ეს არ არის პირველი ფაქტი, როდესაც საქართველო ეხვევა მსგავს კიბერსკანდალში. რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მიუხედავად საქართველოს ხელისუფლებას გაცხადებული აქვს დასავლეთთან და ევროპასთან თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პოლიტიკა, რეალურად კი თანამშრომლობს ევროპის მტრებთან, თანამშრომლობს რუსეთთან და როგორც ჩანს უკვე ასევე თანამშრომლობს ირანის სპეცსამსახურებთან,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე

ინფორმაციისთვის: ბრიტანულ გამოცემა „დეილი მეილ“-ში გამოქვეყნდა საგამოძიებო სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ჰაკერებმა მოიპარეს სამედიცინო ჩანაწერები და ამ ჩანაწერების დაბრუნებაში 2 მილიონ ფუნტს ითხოვენ. ასევე აღნიშნულია, რომ ჰაკერების ბაზა საქართველოში მდებარეობს და რუსეთისა და კრემლის უსაფრთხოების სამსახურებს უკავშირდება.

გიორგი ვაშაძის კომენტარს „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გესმის, ალბათ, რომ შექსპირის ყოფნა-არყოფნის ვერსიაში ხარ” – ლელა ჯეჯელავა კახა კალაძეს

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა თბილისის მერ კახა კალაძესთან დაკავშირებით ირონიულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოიკოტის მომხრეებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს: "კარგი იქნება,...

“ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!” – თათია აფრიამაშვილი, ლიკა ლორთქიფანიძე

"ქართული ოცნების" წევრის, დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე 19...