პარასკევი, ივნისი 27, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისახალისო ამბებიმგონი ბიძინა კულუმბეკოვს ახალი კვლევის საგანი დავუმატე -...

მგონი ბიძინა კულუმბეკოვს ახალი კვლევის საგანი დავუმატე – ნინო ზამბახიძე

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე სოციალურ ქსელსი საინტერესო/სახალისო ამბავს ჰყვება საკუთარ თავზე და მისი აზრით, ამ ფაქტით, ცნობილი ალერგოლოგი, იმუნოლოგი და პედიატრი ბიძინა კულუმბეკოვიც კი საგონებელში ჩააგდო:

“აი რანაირად არ მოვყვე ეს ამბავი, 😀😀😀 ჩემთვის ერთერთი ძალიან კომპეტენტური ადამიანია ბიძინა კულუმბეგოვი, ხოდა ვუსმენ ყველა მის გამოსვლას, ვკითხულობ ყველა მის პოსტს, რა კვლევასაც დებს ხო ვეცნობი და ვარ ასე კორონას კეთილი დასასრულის იმედად!😀😀😀

ერთ საღამოსაც ვერ ვიყავი კარგად და ვიფიქრე სიცხეს გავიზომავთქო, გავიზომე 36.8 მაქვს არ მომეწონა, აი რამ გადამაწყვეტინა მეორე მხარეს თერმომეტრის ჩადება არ ვიცი, მეორე მხარეს 37.1 მაქვს, ვიფიქრე თერმომეტრმა აურიათქო, სამ ელექტრო თერმომეტრზე ვცადე – იგივეა. მოვატანინე მეოთხე, მამაპაპური თერმომეტრი, იქაც იგივე, – მარჯვნივ სხვა სიცხეა მარცხნივ სხვა! მეცა ელდა და ეგრევე ბიძინა (კულუმბეკოვი) გამახსენდა, შესავალშივე ბოდიშით დავიწყე, რომ უცნაურ კითხვას ვუსმევდი: მივწერე ბიძინა რას ნიშნავს სხვადასხვა სიცხე რომ მაქვს მარჯვნივ და მარცხნივ🙄 “დამსინა”, ველოდები პასუხს ჯერ არ მცემს ალბათ ვისგანაც არ ელის ასეთი სახის კითხვას ის აღმოვჩნდი😀😀😀 პასუხი იყო ესეთი: ნინო მსგავსი რამ არასდროს გამიგია!

აი მანდ დამცხა ვიფიქრე ეს უსიმპტომო კორონას რამე ახალი ხრიკი ხომ არ არისთქო🥺 კვლევების მოყვარულ ადამიანს როგორც ჩვევია დაიწყო: რითი გაიზომე? ელექტროა? ძველებურია? სტერსი ხომ არ გაქვს? და ა.შ. კი დამამშვიდა რომ კორონა არ მჭირდა მაგრამ ალბათ გაიფიქრა – ამან კარანტინში სულ გაუბერაო😄😄😄

ფაქტი ერთია შვილებზე დავტესტე ერთნაირი სიცხე აქვთ ჩემზე ისევ იგივეა სხვადასხვა სიცხე მაქვს. კი გავხალისდი მარა მგონი ბიძინას ახალი კვლევის საგანი დავუმატე❤” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნინო ზამბახიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ნუთუ დიფ სტეიტმა მოულოდნელი ფლანგიდან დაგვარტყა?!” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...