spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებითბილისში ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო

თბილისში ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო

ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟთან დაკავშირებით არაერთხელ იყო გაკეთებული განცხადება თბილისის მერიაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ 3 თვის წინ ინფრასტრუქტურისა და ქონების მართვის სამსახურებს შესაბამისი დავალებაც კი მისცა.

და, როგორც ცნობილი გახდა, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა დედაქალაქის მასშტაბით, ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან ის ლოკაციები შეთანხმდა, სადაც ლითონის ხიდები მოიხსნება და ქვეითთა ზებრა-გადასასვლელები მოეწყობა.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შარტავას ქუჩის N7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟის პროცესს გაეცნო. აღნიშნული მისამართის გარდა, საფეხმავლო ხიდების ნაცვლად, შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელები კიდევ 19 ლოკაციაზე მოეწყობა.

კახა კალაძის თქმით, რკინის კონსტრუქციები იქ მოიხსნება, სადაც ინფრასტრუქტურა მომზადებულია ქვეითთა გადაადგილებისთვის.

“დემონტაჟი იმგვარად ხდება, რომ შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, თუკი რომელიმე ადგილზე ზებრა გადასასვლელის გაკეთება შეუძლებელი იქნება, ხიდს ისევ გამოვიყენებთ. პირველ ეტაპზე ქალაქში 20 ადგილზე მოხდება მათი დემონტაჟი, სადაც ყველანაირად იქნება ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული. თქვენ ხედავთ, მერიის წინ როგორ არის ფეხითმოსიარულეთა გადასასვლლი მოწესრიგებული“, – განაცხადა თბილისის მერმა.

როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გალაქტიონ ბუაძემ განაცხადა, თბილისის მერიის მიერ დეკლარირებული პრიორიტეტების შესაბამისად, დედაქალაქის ქუჩები ქვეითთათვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ველოსიპედისტებისთვის უსაფრთხო და ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.

„დღეს მიმდინარეობს რიგით პირველი საფეხმავლო გადასასვლელი ხიდის დემონტაჟი, ვინაიდან მერიის მიერ გაცხადებული სატრანსპორტო პოლიტიკით პრიორიტეტი ქვეითად მოსიარულეებს ენიჭებათ. შესაბამისად, მათთვის გადაადგილება კომფორტული უნდა იყოს ხიდებისა და მიწისქვეშ გადასასვლელების გამოყენების გარეშე. ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც დაგეგმილია გადასასვლელი ხიდის დემონტაჟი, თანამედროვე ქვეითთა გადასასვლელები მოეწყობა“, – განაცხადა ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გალაქტიონ ბუაძემ.

ახალი ინიციატივის ფარგლებში, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა გურამიშვილის გამზირზე არსებულ ხუთ შუქნიშანს რეკონსტრუქცია უკვე ჩაუტარა და ქვეითთა სექციები დაამატა. მითითებულ ადგილებში უახლოეს ხანებში გადასასვლელები დაიხაზება, რის შემდეგაც, ქვეითთა შუქნიშნებიც ამოქმედდება. დანარჩენ მისამართებზე სამუშაოები წლის ბოლომდე ეტაპობრივად განხორციელდება.

ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი და შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელები მოეწყობა: შარტავას ქუჩა N7-ის; ჭავჭავაძის გამზირისა და ბერძენიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე; ვაჟა-ფშაველასა და პეკინის გამზირების გადაკვეთაზე; აკაკი წერეთლის გამზირზე – დიდუბის პანთეონის მიმდებარედ; გურამიშვილის გამზირისა და ზიგზაგის ქუჩის გადაკვეთაზე; გურამიშვილის გამზირისა და ლიახვის ქუჩის გადაკვეთაზე; გურამიშვილის გამზირისა და ქსნის ქუჩის გადაკვეთაზე; გურამიშვილის გამზირისა და გუდამაყრის ქუჩის გადაკვეთაზე; გურამიშვილის გამზირისა და ანაპის 212-ე დივიზიის ქუჩის გადაკვეთაზე; შანდორ პეტეფის ქუჩაზე – №151 საჯარო სკოლის მიმდებარედ; გორგასალის ქ. №111 კორპუსის მიმდებარედ; გორგასალის ქ. №111ა კორპუსის მიმდებარედ; რუსთავის გზატკეცილი №6-ს მიმდებარედ (ქვემო ფონჭალა); ყაზბეგის გამზირზე – №52 საჯარო სკოლის მიმდებარედ; ვაჟა-ფშაველას გამზირზე – სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარედ; ცოტნე დადიანის ქუჩაზე – №4 საჯარო სკოლის მიმდებარედ; რობაქიძის გამზირზე – ბელიაშვილის ქუჩის მიმდებარედ; რობაქიძის გამზირზე – მაღაზია „წითელქუდას“ მიმდებარედ; გურამიშვილის გამზირი №15-ს მიმდებარედ (საყოფაცხოვრებო კომბინატი); მარშალ გელოვანის გამზირზე – „აგროჰაბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე.

საფეხმავლო ხიდების დემონტაჟის პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. სადემონტაჟო სამუშაოებს, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 307 805 ლარი დაიხარჯება, კომპანია „მეტეხი 2008“ განახორციელებს.

 

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

4-5 აპრილს ბოტანიკურ ბაღში “საკურას ყვავილობის დღეები” გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 4 და 5 აპრილს...

“გვსურს, გამოვეხმაუროთ დედაქალაქში, ცხოველთა თავშესაფართან მიმდინარე აქციას” – თბილისის მერია

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს ცხოველთა თავშესაფართან ჩატარებულ აქციასთან დაკავშირებით: "გვსურს,...

თბილისის მეტროს პირველმა ხაზმა მგზავრთა მიღება განაახლა

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა. შეფერხება გამოიწვია...

“ჩემი ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრე ქართველი ხალხის სიყვარულია. ეს შემთხვევით არ მოსულა. არავის მივცემ იმის...

თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ პირდაპირ ეთერში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სინოდს მიმართვა გავუგზავნე პატრიარქის კანონიზაციის პროცესის დაწყების თხოვნით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდს...

“ეგ არის “კარმუშკისთვის” ბრძოლა და ეგ “კარმუშკებიც” დაგეხურებათ საბედნიეროდ ადრე თუ გვიან” – თამარ...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...