პარასკევი, ივლისი 11, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიაქტუალური თემებიდაპირისპირება "ქართული ოცნების" გუნდში: ეკა ბესელია თანამდებობას ტოვებს

დაპირისპირება “ქართული ოცნების” გუნდში: ეკა ბესელია თანამდებობას ტოვებს

ქართულ პოლიტიკაში ახალი სკანდალი მწიფდება და იგი მმართველ გუნდში, სავარაუდოდ, ძალთა ახალ გადაჯგუფებას გამოიწვევს.

რამდენიმე დღის წინ პარლამენტში დასამტკიცებლად შეტანილმა უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეებად დასანიშნმა 10-კაციანმა სიამ (მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე, გიორგი მიქაუტაძე) დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, წარდგენილ სიაში არიან ის მოსამართლეები, რომლებიც მისი შვილისა და ძმის საკითხებს განიხილავდნენ და ამ მოსამართლეების მიმართ არსებობდა სერიოზული პრეტენზიები.

სიაში არიან ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ ჩემი შვილისა და ძმის პოლიტიკური საქმის მოსამართლეები იყვნენ, სიაში არიან ადამიანები, რომლებიც ჩემი თანამებრძოლების პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე იყვნენ მოსამართლეები. მიმაჩნია, მიმაჩნდა და ყოველთვის ეს განწყობა მექნება, რომ უზენაეს სასამართლოს უნდა ჰყავდეს ის მოსამართლეები, მაღალი კვალიფიკაციის და ისეთი რეპუტაციის მქონე იურისტები, რომლებიც არ ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ყოველივე ამის შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობის დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება:
ფიქრის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. ამ გადაწყვეტილებით გუშინ შევაჩერეთ პროცესი, რომელიც მიმაჩნია, იყო ძალიან საზიანო და ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ საზოგადოებას მიეცეს საშუალება, იხილოს გამჭვირვალე პროცესი და იყოს ჩართული მოსამართლეების, მაღალი რეპუტაციის მქონე პირების გამოკვეთაში და მათ შერჩევაში. ეს პროცესი უნდა იყოს უცილობლივ კრიტერიუმებით დადგენილი წესით“.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეკა ბესელიამ, მხოლოდ მას შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე, რაც მისმა პირველმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმაც გადაწყვიტა თანამდებობის დატოვება:
რატომ არ გავაკეთე ეს განცხადება გუშინ, მე ველოდი და დღეს მივიღე განცხადება ვანო ზარდიაშვილის გადადგომის თაობაზე. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მე ვერ დავუტოვებდი ამ ადამიანს

 

ყოველივე აღნიშნულთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დააფიქსირა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ეს იყო დიდწილად, რა თქმა უნდა, ჩვენი შიდა სამზარეულო, თუმცა ამ შიდა სამზარეულოს ნაწილობრივ გარეთაც გამოვიტანთ. ამაზე საზოგადოებასთან მოგვიანებით გვექნება საუბარი. დღეს თავს შევიკავებ კონკრეტული განცხადებებისგან. მიზანშეწონილი არ არის მიზეზებზე კომენტარი იმ დღესვე, როცა გადადგომაზე განცხადება გაკეთდა. თუმცა, გპირდებით, რომ ამ მიზეზებს აუცილებლად დავუბრუნდებით. საზოგადოება გაიგებს ყველაფერს საჭირო დროს” – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...

“ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე” – “ლელო – ძლიერი საქართველო”

"ლელო - ძლიერი საქართველო" საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას აცნობებს პოლიტიკური...

“ივანიშვილის რეჟიმი და საქართველოს ეროვნული ინტერესები შეუთავსებელია” – პარტია” სტრატეგია აღმაშენებელი”

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში “ქართული ოცნების” დელეგაციის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...