ძირითადად ყოვლად აბსურდული და დაუსაბუთებელი არგუმენტების გამო 45000 ადამიანს შეუჩერდა საარსებო შემწეობის ჩარიცხვა – თეონა ჭალიძე

“ახალი საქართველოს” სოციალური მიმარულების ხელმძღვანელი, ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს და მოქალაქეებს მიმართავს, რომ შეეხმიანონ, რათა ერთად გადაწყვიტონ ხელისუფლების მხრიდან შექმნილი პრობლემები.

თეონა ჭალიძის თქმით, 45000 ადამიანს შეუჩერდა საარსებო შემწეობის ჩარიცხვა, ამის მიზეზი კი, ძირითად შემთხვევაში, ყოვლად აბსურდული და დაუსაბუთებელი არგუმენტებია:

ჯერ კიდევ 2019 წლის დასაწყისში ,,ახალი საქართველოს“ სოციალურმა სამსახურმა დავაანონსეთ, რომ წლის განმავლობაში მოსალოდენლი იყო სოციალურად დაუცველი პირებისთვის დახმარებების შეჩერება-შეწყვეტა. როგორც ვხედავთ ხელისუფლების ხელში სოციალური დახმარებები პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იქცა და არასაარჩევნო წელს ყოველთვის იყენებენ ეკონომიების გასაკეთებლად. ყოვლად აბსურდული მიზეზებით უჩერდებათ საარსებო შემწეობა ადამიანებს.

ყოველდღე მოგვდის შეტყობინებები უკიდურეს მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების მხრიდან. ზოგიერთ ოჯახებს, წელიწადში ორჯერ, 3-3 თვით უჩერებენ დახმარებას და გამოდის, რომ ნახევარი წელი კრიზისულ სიტუაციაში იმყოფებიან ადამიანები ჩვენს გვერდით. რიგ ოჯახებს კი უწესებენ 1 წლიან აკრძალვას, რაც იმას ნიშნავს რომ 1 წელი მათი განაცხადი არ განიხილება.

45000 ადამიანს შეუჩერდა საარსებო შემწეობის ჩარიცხვა, ამის მიზეზი კი, ძირითად შემთხვევაში, ყოვლად აბსურდული და დაუსაბუთებელი არგუმენტებია. მივმართავ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, საქართველოს მასშტაბით, მერებს, გამგებლებს, რომ პარალელურად ამ პირების ამოღება არ მოხდეს უფასო სასადილოების სიებიდან. ხოლო ვინც მოლოდინის რეჟიმში იყო და ეს შემწეობა შეუჩერდა, გამოინახოს რესურსი და ამ ადამიანებისთვის სასადილოებიდან საკვების წაღება მაინც გახდეს შესაძლებელი.

ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს რომ შეეცვალათ ეს უპასუხისმგებლო მიდგომა და მანამ არ შეეჩერებინათ ოჯახებისთვის დახმარება, სანამ არ დადასტურდებოდა, რომ მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა. ჯანდაცვის ახალი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კი საერთოდ არაკომპეტენტური და არასენსიტიური აღმოჩნდა ამ საკითხის მიმართ.

მივმართავ სახალხო დამცველსაც, კიდევ ერთხელ დაინტერესდეს ამ ადამიანების მდგომარეობით. აქვე ვაქვეყნებ ჩვენი ცხელი ხაზის ნომერს 591051601, რომელსაც პირადად ვუპასუხებ, ხოლმე და ჩვენს მისამართს – თბილისი, ვაკე, მეცხრე საავადმყოფოსთან, ზურა ავალიშვილის 8.

ვისაც უსამართლოდ გიჩერებენ ამ დახმარებას მოგვმართეთ და შეგვატყობინეთ. აქვე თუ ვინმეს სურვილი და საშუალება გაქვთ საკვები პროდუქტით თანადგომა გაუწიოთ შემწეობის გარეშე დარჩენილ ადამიანებს, თქვენც დაგვიკავშირდით და დაგაკავშირებთ ბენეფიციარებს.

სოციალური სოლიდარობა გვაძლიერებს!” – აცხადებს თეონა ჭალიძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *