spot_img
მთავარიპროექტები და ინიციატივებიწლის ბოლომდე დაიწყება ისტორიული მნიშვნელობის მქონე პროექტი კობი-გუდაურის...

წლის ბოლომდე დაიწყება ისტორიული მნიშვნელობის მქონე პროექტი კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი – მამუკა ბახტაძე

ჩვენს ძალიან ბევრ რაიონსა თუ სოფელში შენდება გზები, რომელიც არასდროს აშენებულა; დღეს ჩვენ ვაშენებთ 140-კილომეტრიან ჩქაროსნულ მაგისტრალს და რეაბილიტაცია უტარდება 500 კილომეტრამდე საავტომობილო გზას,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გზების დეპარტამენტის ანგარიშზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ყურადღება გამახვილდა ახალი, კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაზეც.

ჩვენ საზოგადოებას დავპირდით, რომ ძირითად კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ჩვენ დავასრულებთ 2022 წლის ჩათვლით და ეს მართლაც ისტორიული მნიშვნელობის მქონე პროექტებია.

პირველი პროექტი, რომლის მშენებლობაც უკვე დაიწყო, არის ჩქაროსნული მაგისტრალი რიკოთის უღელტეხილზე. ეს არის ძალიან რთული საინჟინრო პროექტია, რომელშიც ძალიან დიდი ინვესტიციები გვექნება განსახორციელებელი და ამას აუცილებლად უმოკლეს ვადებში გავაკეთებთ.

მეორე უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი, რომელიც წლის ბოლომდე დაიწყება. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბის მქონე და ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა ევროპაში. რა თქმა უნდა მას სჭირდება ინვესტიციები და ეს ინვესტიციები უკვე მოძიებული და ხელმოწერილია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“გაიღვიძა ერთ დილას ივანიშვილმა და გადაწყვიტა, რომ ჰაერის და გარემოს დაბინძურება შემაწუხებელი და მისთვის...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...