რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოსთან ურთიერთობის საკითხებზე პოზიციის დაფიქსირებისას, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნის თაობაზეც ისაუბრა, რაც მხოლოდ საქართველოს მხარის მიერ კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ მოხდება:
“თუკი საქართველოს ხელისუფლება შეძლებს დაძლიოს ქვეყანაში არსებული მძიმე საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაცია და უზრუნველყოფს რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებას, მაშინ ჩვენი მხრიდან შექმნილი იქნება ყველა პირობა დაწესებული შეზღუდვების გასაუქმებლად, , მათ შორის ავიაგადაზიდვებზე საქართველოს მიმართულებით. ჩვენ გვინდა მეგობრობა და თანამშრომლობა რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეების სასიკეთოდ” – განაცხადა სერგეი ლავროვმა
ამასთან რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მათ “აშფოთებს რადიკალურად განწყობილი ქართული პოლიტიკური ელიტის მხრიდან რუსოფობიური განწყობების შექმნის მცდელობა, ჩვენი ხალხების წასაჩხუბებლად“.