spot_img
მთავარიუცხოეთის ამბებირუსეთის პრეზიდენტის მიერ "დაწერილი" საქართველოს ისტორიის რუსული ვერსია

რუსეთის პრეზიდენტის მიერ “დაწერილი” საქართველოს ისტორიის რუსული ვერსია

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოზე საუბრისას ისტორიის თავისებურ ინტერპრეტაციას ახდენს. ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ არც აფხაზეთი და არც ცხინვალის რეგიონი (სამხრეთ ოსეთი) არასოდეს შედიოდნენ საქართველოს შემადგენლობაში, ამასთან საქართველოს მოიხსენიებს ოკუპანტად, რომელმაც აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა და ასევე ბრალი დასდო ოსების გენოციდში.

სამხრეთ ოსეთი შევიდა თბილისის გუბერნიის შემადგენლობაში, არანაირი საქართველო არ არსებობდა მაშინ, აფხაზეთის საკითხი შემდეგი სახით განვითარდა. როდესაც დაიშალა რუსეთის იმპერია, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველო შეეცადა აფხაზეთის შთანთქმას. შეიქმნა დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო და გერმანული ჯარის დახმარებით, 1918 წელს საქართველომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია. ამ დროს საქართველო იქცეოდა ულმობლად. ბევრად უფრო ცუდად იქცეოდა სამხრეთ ოსეთში 1919-20 წლებში, რაც დღევანდელი შეფასებით გენოციდის ტოლფასად შეიძლება ჩაითვალოს.

სტალინის დროს შეიქმნა საქართველოს სსრ, რომლის შემადგენლობაში შევიდა აფხაზეთი, სადაც სტალინის დავალებით შსსკ (НКВД), ბერიას მეთაურობით, უმოწყალოდ ექცეოდა აფხაზებს.

ყოველივე ეს, არათუ არ გაითვალისწინა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა (იგულისხმება ზვიად გამსახურდია, რედ.), არამედ მან საერთოდ გააუქმა ავტონომიები – აჭარა, აფხაზეთი და ა.შ., ამან კი ძმათამკვლელი ომი გამოიწვია.

ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს ანტირუსული განწყობების გააქტიურება იმ ხალხის მიერ ხდება, რომლებმაც ან არაფერი იციან, ან იციან, მაგრამ იგნორირებას ახდენენ და საბოლოო ანგარიშში გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ საქართველოს და ქართველ ხალხს” – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – მაია მუმლაძე მურთაზ ზოდელავაზე

ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე" მსჯავრდებული მურთაზ ზოდელავა, ჯანმრთელობის მდგომარეობის...

“მინდა წინასწარ განვაცხადო, რომ თუ შეგხვდებათ ვიდეო, აუდიო ან რაიმე სხვა სახის ჩანაწერი, რომელშიც...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, "კლინიკა ვივამედიდან"...