2 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილი პასუხს სთხოვს პროკურატურას

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ა.წ. 6 მაისს გაკეთებული განცხადების შესაბამისად, უწყებას თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე უახლოესი 2 თვის განმავლობაში უნდა მიეღო შემაჯამებელი გადაწყვეტილება. იმის გამო, რომ აღნიშნულ ვადაში არ გამოქვეყნდა დაპირებული გადაწყვეტილება, მალხაზ მაჩალიკაშვილმა გენერალური პროკურატურის წინ გამართულ ბრიფინგზე პასუხი მოსთხოვა უწყებას, შეუსრულებელი დანაპირების გამო.

ესენი წელიწადნახევარია იტყუებიან, ყველა სიბინძურეს იყენებენ, ღირსების შემლახავ განცხადებებს ავრცელებენ, რომ ხალხს თვალში ნაცარი შეაყარონ და თითქოს რაღაც გამოძიება მიმდინარეობს თემირლანთან დაკავშირებით. არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს, აქ ხდება მხოლოდ დროის გაწელვა” –  აღნიშნავს შვილმოკლული მამა.

ბრიფინგზე მაჩალიკაშვილმა მკაცრად გააკრიტიკა პროკურატურა, 6 მაისს დადებული პირობის შეუსრულებლობის გამო, უნდობლობა გამოუცხადა სამართალდამცავ ორგანოებსა და მთლიანობაში ხელისუფლებას.

პირობა დადეს ამ უსირცხვილოებმა, ამ უნამუსოებმა, ამ გარეწრებმა, ამ გახრწნილებმა, რომ ორი თვის განმავლობაში დადებდნენ შემაჯამებელ გადაწყვეტილებას და დღეს რა რიცხვია? დღეს 9 არის! არანაირი გამოძიება ამ ქვეყანაში არ იქნება. არანაირი სამართალი ამ ქვეყანაში არ იქნება მანამ, სანამ იარსებებს მოსკოვის მიერ შექმნილი საქართველოში პარტია “ქართული ოცნება”. დღეს ყველა კარგად ვხედავთ, მე გაუნათლებელმა ადამიანმა თუ ეს დავინახე ნათლად, მართლა ეს არის მოსკოვის მიერ შექმნილი პარტია „ქართული ოცნება. მე თვითონაც კი მეუბნებიან – ჩვენ დავუშვით შეცდომა, მაგრამ ამის აღიარება არ მოხდებაო, ამას მეუბნებიან პირდაპირ“ – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *