ბატონო გახარია, მივლინებაში მაინც წადით, თქვენი გამოცდილება ფასდაუდებელი იქნება ჰონკოგისთვის – გიგი უგულავა

ჰონკონგში საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ საკანონმდებლო ორგანოს შტურმით აღების მცდელობაზე და იქ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კონკრეტული ფოტოს თანხლებით, ინფორმაციას ავრცელებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა და გამოცდილების მიღებას ურჩევს შს მინისტრ გიორგი გახარიას:

ეს ჰონკონგის პარლამენტის კარია. ამ წუთებში დემონსტრანტებმა “შტურმი მიიტანეს საკანონმდებლო ორგანოზე” იუწყება CNN-ი, თუმცა დასძენს რომ პროტესტი არსებითად მშვიდობიანი იყო და ასეთად რჩება, პოლიციაც თავშეკავებულიაო. ბატონო გახარია, მივლინებაში მაინც წადით, თქვენი გამოცდილება ფასდაუდებელი იქნება ჰონკოგისთვის“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *