ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი ჩაგესვათ პირდაპირ, იმ სკამში – ნიკა მელია

რუსი დეპუტატის გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების გამო აღშფოთებას გამოხატავს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე. ნიკა მელია, მომხდარი ფაქტის გამო, კატეგორიულად მოითხოვს პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას. მისი თქმით თუკი არ გადადგება კობახიძე, ხალხი უნდა მოვიდეს პარლამენტის შენობაში და დავრჩებით შიგნითაც და გარეთაც:

ძალიან მარტივადაა საქმე. ამ ეტაპზე ყველანი უნდა მოვიდეთ არა პარლამენტის შენობასთან, პარლამენტში უნდა შემოვიდეთ, პარლამენტის შენობაში უნდა შემოვიდეთ. ამიერიდან, დღევანდელი დღიდან, ამ წუთიდან ეს აღარ იწოდება პარლამენტის ადმინისტრაციულ შენობად, ეს აღარ არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, როცა დეკლარირებული მოღალატე ჩასვეს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში. ამიტომ, ხალხი უნდა მოვიდეს პარლამენტის შენობაში და დავრჩებით შიგნითაც და გარეთაც, სანამ კობახიძე არ გადადგება“.

ამის შემდეგ უშუალოდ პარლამენტარებს მიმართავს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი.

ვინ ხართ ხალხო, ყურუმსაღები ხართ თუ ვინ ხართ, საიდან მოხვედით?! იმ რაღაცა სამი ათასი ლარის, ხელფასების გამო და კიდევ ბიზნესების გამო ყველაფერს ხაზის გადაუსვათ?! ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი ჩაგესვათ პირდაპირ, იმ სკამში და დამთავრდებოდა, ხომ? მოღალატეობრივი აქტი უკვე ჩადენილია, ამას ეხლა სჭირდება რეაგირება და არა მდინარაძის რაღაცა პრუწუნი, თითქოს ამ სივრცეში აღარ გაგრძელდება სხდომა და გაგრძელდება სხვა სივრცეში.

კობახიძე, სადაც არის იქ გააკეთოს განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ!” – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *