დღეს ვნახეთ ხელისუფლება, რომელსაც თავმოყვარეობა აქვს დაკარგული – გიორგი ვაშაძე

საქართველოს პარლამენტში და მთლიანობაში ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” ერთ-ერთი ლიდერი, “პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

ჩვენ, დღეს ვნახეთ ხელისუფლება, რომელსაც თავმოყვარეობა აქვს დაკარგული. ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ინტერესებს, ქვეყნისაზე მაღლა აყენებს. კიდევ ერთხელ და ნათლად დავინახეთ “ქართული ოცნების” პოზიცია. სამარცხვინო და ყოვლად მიუღებელია ეს საქციელი.

ადამიანი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ, აფხაზეთის ომში მონაწილეობდა, დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ვიხილეთ. ეს არის თავზე ლაფის დასხმა და საქართველოს თითოეული მოქალაქისა  და ყველა იმ გმირის შეურაცხყოფა, რომელიც რუსეთთან წინააღმდეგ ბრძოლას  შეეწირა. ამაზრზენია თითოეული იმ პოლიტიკოსის განცხადება, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ცდილობს ამ ქმედების გამართლებას. აუცილებელია, დადგეს ამ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი. პარლამენტის თავმჯდომარე კი დაუყონებლივ უნდა გადადგეს და თითოეულ ორგანიზატორს, ვინ ამ პროცესში იყო ჩართული, შეუწყდეს უფლებამოსილება” – განაცხდა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *