ლონდა თოლორაია არჩეულია სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე

საქატველოს პარლამენტმა, 82 ხმით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე 6 წლის ვადით ლონდა თოლორაია აირჩია.

სახელმწიფო ინსპექტორის არჩევა პირდაპირი კენჭისყრით მოხდა. ლონდა თოლორაია უფლებამოსილების განხორციელებას 3 ივლისიდან შეუდგება.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლე, საქართველოში 2019 წლის 10 მაისიდან ამოქმედდა.

მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი;

ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი;

სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის და ძალადობით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება.

ცნობისათვის: ამჟამად დაკავებულ თანამდებობამდე მას ეკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *