პარასკევი, აპრილი 26, 2024

ეს არის უმსგავსობა და შეურაცხყოფა თითოეული ამომრჩევლის, შეხედეთ სადამდე დაეცა ქოცთა ხელისუფლება – გიორგი ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველოს თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის აზრით “ქართულ ოცნებას” არჩევნები წაგებული აქვს და სწორედ ამიტომაც, ცდილობენ დააშინონ ოპოზიციის მხარდამჭერები სხვადასხვა არაკეთილსინდისიერი ქმედებებით.

“ეს არის უმსგავსობა და შეურაცხყოფა თითოეული ამომრჩევლის. შეხედეთ სადამდე დაეცა ქოცთა ხელისუფლება. “ქართული ოცნება” ცდილობს მაქსიმალურად დააშინოს გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები. ხან აშანტაჟებენ მოქალაქეებს, ხან კიდევ მათ მოსყიდვას ცდილობენ. ბიძინა ივანიშვილის კანდიდატს წაგებული აქვს არჩევნები ზუგდიდში და ეს არც ოცნებისთვისაა სიახლე, სწორედ ამიტომ, ისინი სხვადასხვა პროვოკაციებზე მიდიან. ის, რაც დღეს ზუგდიდში მოხდა, არის სამარცხვინო და მეტყველებს იმაზე, რომ ოცნება აგონიაშია. ბიძინა ივანიშვილს მობილიზებული ჰყავს პოლიცია, სუს-ი, მათი აგენტები. ეს ადამიანები, რომლებიც დღევანდელ ინციდენტში მონაწილეობდნენ, წარსულშიც არაერთხელ გვინახავს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდიდატის და მხარდამჭერების წინააღმდეგ დადგმულ პროვოკაციებში.

ჩვენ, თითოეული მათგანის იდენტიფიცირება მოვახდინეთ და გავასაჯაროვეთ ვიდეო-კადრები. დღევანდელი ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე გელა კვარაცხელია, მონაწილეობდა სოფელ რიყეში, ჩვენს წარმომადგენლებთან მომხდარ დაპირისპირებაშიც.

არჩევნების დღეს, 5 ათასამდე ქართველი და უცხოელი დამკვირვებელი ჩამოვა ზუგდიდში. ჩვენ დავიცავთ თითოეულ ხმას. არ მივცემთ ივანიშვილს საშუალებას, გააყალბოს არჩევნები და მოგვპაროს ხმები. 19 მაისს, ზუგდიდში იქნება დამკვირვებლების უპრეცედენტო მობილიზება.

მივმართავ ხელისუფლებას, დროულად გამოიძიონ მომხდარი ფაქტი და უმკაცრესად დასაჯონ კანონდამრღვევები” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული